LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერდა

347
nika melia sxdoamze

პარლამენტმა ნიკა მელიას დაპატიმრებაზე პროკურატურისთვის თანხმობის მიცემის საკითხს მხარი დაუჭირა. აღნიშნული დადგენილება დღევანდელ პლენარულ სხდომაზე 91 ხმით, არც ერთის წინააღმდეგ მიიღეს. ამით ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი შეუჩერდა.

აღსანიშნავია, რომ ოპოზიციიდან პლენარულ სხდომას მხოლოდ ნიკა მელიაესწრებოდა. ოპოზიციის სხვა წევრები ბოიკოტის ნიშნად სხდომას არ დასწრებიან.

მე მაქვს ზეიმი, თქვენ გაქვთ პანაშვიდი - ნიკა მელიას მიმართვა პარლამენტს

მელია სესიაზე "ქართული ოცნების" პირისპირ მარტო იმყოფება

დეპუტატებს საქართველოს გენერაალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკუროო საზედამხედველო სამსახურის უფროსმა მიმართა.  ამირან გულუაშვილმა კანონმდებლებს ბრალის დადგენილება გააცნო.

ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეწყვეტის შესახებ კენჭისყრაში 92 დეპუტატი მონაწილეობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g