ცოტა ხნის წინ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილი გახდა. მან ნაწილობრივ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის მოთხოვნა და ნიკა მელიას გირაოს სახით 70 000 ლარი შეუფარდა.
სასამართლოს გადაწყვეტილებითვე, “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერს დამატებითი ვალდებულება დაეკისრა – მას საზღვრის კვეთაზე საგამოძიებო ორგანოსგან თანხმობა დასჭირდება.
ნიკა მელია კი ამბობს, რომ უკანასკნელი წელიწადნახევრის განმავლობაში მას სამართლებრივი შეზღუდვები ტყუილად დაუწესეს. მისივე თქმით, სამაჯურის მოხსნის შემდეგ, ყველა შეზღუდვა გაუუქმეს და ფიქრობს, რომ სამაჯური ადრე უნდა მოეხსნა.
შეგახსენებთ, პროკურატურამ მელიასთვის აღკვეთი ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით სასამართლოს დღეს მიმართა.