LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 13 აპრილისთვის გადაიდო

94
ნიკა მელია

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 13 აპრილს, 11:00 საათზე გადაინიშნა.

შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა მიიღო, იმისათვის, რომ ბრალდებულმა ნიკა მელიამ საკუთარ სასამართლო პროცესებზე დასწრება შეძლოს.

ნიკა მელია დღევანდელ მიმდინარე სასამართლო პროცესს არ ესწრებოდა. სხდომათა დარბაზში დასწრების შუამდგომლობა ადვოკატებმა სწორედ დღევანდელ პროცესზე დააყენეს.

ადვოკატების განცხადებით, ნიკა მელიას საშუალება უნდა ჰქონოდა, სასამართლო პროცესებს დასწრებოდა და  მართლმსაჯულების პროცესში ყოფილიყო ჩართული.

ადვოკატები ამბობენ, რომ ნიკა მელიას საქმის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია, როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ. ადვოკატების თქმით, მელიას საქმეზე შეფასებები საერთაშორისო დონეზე გაკეთდა.

მიმდინარე პროცესზე ადვოკატებმა სხდომის პირდაპირი ეთერით ტრანსლირების შუამდგომლობაც დააყენეს, თუმცა მოთხოვნა სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

სხდომის დაწყებამდე დღეს პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართა. როგორც პროკურორმა ამირან გულუაშვილმა აღნიშნა, საქმეში მოიპოვება არაერთი მოწმის ჩვენება და ვიდეოჩანაწერი, რომელიც ადასტურებს ნიკა მელიას მხრიდან იმ ძალადობრივ ქმედებებში მონაწილეობას და ამ ქმედებების ორგანიზებას, რომელიც პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდა.

მოიპოვება არაერთი მოწმის ჩვენება და ვიდეოჩანაწერი, რომელიც ადასტურებს ნიკანორ მელიას მხრიდან ძალადობრივ ქმედებებში მონაწილეობას და ამ ქმედებების ორგანიზებას: გულუაშვილი

magti 5g