LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა მელიასთან მიმართებით შემოთავაზებულია ევროკავშირის თავდებობა: ბადრი ჯაფარიძე

103
badri-japharidze-w-h

“ლელოს” ერთ-ერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ნიკა მელიასთან მიმართებით ევროკავშირის მხრიდან შემოთავაზებულია თავდებობა.

“ეს თავდებობა იქნება ის საფუძველი, რომლის გამოც უნდა გათავისუფლდეს ახლა მელია. შემდგომ რაც შეეხება, ამას ჰქვია თავდებობა, ინგლისურად გარანტორი იქნება ევროკავშირი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, თავდებად ბატონ ნიკა მელიას განთავისუფლებაზე გამოდის ევროკავშირი.

რაც შეეხება ბატონ რურუას, აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი, რომ ორივე ამ ადამიანს ექნება ერთი და იგივე დროითი ჩარჩო განსაზღვრული, რომ ისინი გამოვიდნენ ციხიდან საბოლოოდ, დასრულდეს პატიმრობა რურუასი და ნიკა მელიას საკითხი გადაიჭრას,” – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, დოკუმენტში, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა დღეს ხელისუფლებასა და ოპოზიციას გადასცა წერია: „საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობისთვისა და ამ შეთანხმების შესრულებისთვის, ხელისმომწერები მზადყოფნას გამოხატავენ, რომ ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი კვირის ვადაში მიმართავენ პოლიტიკურ მართლმსაჯულებად აღქმულ საქმეებს, ამნისტიის ან/და იმგვარი ნაბიჯების გადადგმით, რომელიც იმავე შედეგს გამოიღებს“, – ნათქვამია მედიატორ მიშელის წინადადებათა ახალ პაკეტში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g