LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნიკა საქართველოში მას შემდეგ დაბრუნდა, რაც ომის შესახებ გაიგო” – ნიკა რურუას ძმა ხელისუფლებას პასუხობს

329
რურუა

პოლიტიკოს ნიკა რურუას ძმა სოციალურ ქსელში წერს, რომ მან ახლა აიღო საბუთი, რაც 2008 წლის 10 აგვისტოს ნიკა რურუას საქართველოში დარუნებას ადასტურებს. 

ნიკა რურუა გარდაიცვალა

მისი ცხედარი თავის სახლში ნახეს.

გიორგი რურუა ამბობს, რომ ნიკა 2008 წელს სამშობლოში მას შემდეგ დაბრუნდა, რაც ომის შესახებ გაიგო.

დღეს ავიღე შსს-დან ცნობა, რომ ნიკა რურუა 2008 წლის 10 აგვისტოს დაბრუნდა საქართველოში, წითელი ხიდის გავლით. ეს ტყუილიც, რომელსაც ოცნება იყენებდა, არის ჰიბრიდული ომის ნაწილი.
ნიკა რურუას დააბრალო ომის დროს ქვეყნიდან გაქცევა იმიტომ, რომ მომავალ თაობას გაუჩინო შიშის გრძნობა, გაუქრო შეწინააღმდეგების სურვილი, ეს არის რუსეთის მიზანი.

შეგახსენებთ, ნიკა არის ყველა ომის მონაწილე, მძიმედ დაჭრილი, ვახტანგ გორგალის პირველი და მესამე ხარისხის ორდენოსანი. ასევე არის ბრწყინვალების უმაღლესი ორდენით დაჯილდოებული.

ნიკა კი არ გაიქცა, არამედ გაიგო თუ არა რუსეთის აგრესიის შესახებ, ორ დღეში დაბრუნდა სამშობლოში, მზად იყო სიცოცხლის ფასად დაეცვა სამშობლო. მან დაამთავრა მუსიკალური სასწავლებელი, თეატრალური უნივერსიტეტი, ჯორჯიის შტატის სამართლის სკოლა, გახდა იურისპრუდენციის დოქტორი. მან ეს შეძლო.
რუსული ჰიბრიდული ომის დამარცხება ჩვენ შეგვიძლია ! ჩვენი გამარჯვება ჩვენს თავებშია, ჩვენ ამას შევძლებთ !

მე მჯერა საქართველოსი და თქვენი , ჩემო თანამოქალაქეებო.
ერთი ნაბიჯიც არ უნდა დავუთმოთ მტრებს!“ – წერს გიორგი რურუა.

შეგახსენებთ, პოლიტიკოსი ნიკა რურუა გასული წლის 4 დეკემბერს საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g