კულტურისა და ძეგლთა დაცვის ყოფილი მინისტრი ნიკა ვაჩეიშვილი თეა წულუკიანის მიერ კულტურის სფეროს მართვას “ყველაზე არაკულტურულ მართვას” უწოდებს.
ამის შესახებ მან კულტურის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება.
“ეს კულტურის ყველაზე არაკულტურული მართვაა – ასეთი რამ ვინმეს რომ ეთქვა, ყველა შევიცხადებდით და ვიტყოდით, რომ ეს ფილმის ცუდი სცენარია, მაგრამ ეს ჩვენს ცხოვრებაში დადგა. ქალბატონი თეა არ აპირებს, რომ პოზიციებს გადახედოს. შეიძლება მართვის სხვანაირი სტილი არც იცის. პირდაპირ ციხის და კანონსაწინააღმდეგო ქმედების აღკვეთის პოზიციით მართვა მიმდინარეობს ჩვენი მეცნიერების, კარგი ხალხის და გადასარევი კულტურული მემკვიდრეობის.“ქართულმა ოცნებამ” მთლიანად უნდა გაიაზროს, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება”,- განაცხადა ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა.