LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Nike, Adidas, Puma – მსოფლიო ბრენდების სამოსი რუსთავში შეიკერება

234
133731142-3410284832433698-3863978442164027916-o

რუსთავში გახსნილი ახალი სამკერვალო საწარმო „ქართლი ტექსტილი“ სამოსს მსოფლიოს ცნობილი ბრენდებისთვის შეკერავს.

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, კომპანიამ უახლესი ტექნოლოგიის დანადგარები შეიძენა, რაც მას საშუალებას მისცემს, ისეთ კომპანიებს, როგორებიცაა: Nike, Adidas, Puma, Lotto, Erima, Under Armour ეფექტური ტექნოლოგიით დამზადებული, მაღალხარისხიანი პროდუქცია მიაწოდოს. პროექტის ჯამური ინვესტიციის მოცულობა 20 მილიონ ლარს შეადგენს და საწარმოში 4 000-მდე ადგილობრივი ადამიანი დაასაქმდება, რომელთა 90 პროცენტი ქალია.

საწარმო – „ქართლი ტექსტილი“ ქართული ექსპორტიორი კომპანიის შპს „აჭარა ტექსტილი“-ს პროექტია, რომელიც 2008 წლიდან საფეიქრო მრეწველობის დარგში მოღვაწეობს. აღსანიშნავია, რომ კომპანიას, ქ. ბათუმში, ქ. ფოთში და ქობულეთს მუნიციპალიტეტ სოფელ ბობოყვათში არსებულ სამ სამკერვალო ქარხანაში დასაქმებული ჰყავს საქართველოს 3 500 მოქალაქე. კომპანია  წლიურად 15 მლნ-ზე მეტი ერთეული პროდუქციის წარმოებასა და ექსპორტს ახორციელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g