LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Nike-ის, Adidas-ის და სხვა ბრენდების ქართული მწარმოებლის შემოსავალი 88%-ით გაიზარდა

133
ადიდასი

“აჭარა ტექსტილმა” 2021 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც კომპანიის შემოსავალი გასულ წელს 88%-ით გაიზარდა და მან 294 მილიონს მიაღწია. კომპანია საქართველოში ტანსაცმლის უმსხვილესი მწარმოებელია და ის ისეთი ბრენდებისთვის ქმნის პროდუქციას, როგორიცაა Nike, Puma, Adidas, New Balance, Umbro და სხვა.

მმართველობითი ანგარიშის თანახმად, “აჭარა ტექსტილის” საწარმოებში 7 ათასზე მეტი ადამიანია დასაქმებული. კომპანია ყოველწლიურად 10 მილიონზე მეტ ერთეულ პროდუქტს კერავს და მას მსოფლიოს წამყვანი ბრენდებისთვის განკუთვნილი ტანსაცმლის დამზადების უფლება გააჩნია.

ანგარიშის თანახმად, მიღებული 294 მილიონი ლარიდან კომპანიამ მასალებზე (მატერია და სხვა მასალები) 245 მილიონი ლარი დახარჯა. კომპანიაში დასაქმებულთა ხელფასებმა კი 43 მილიონი ლარი შეადგინა.

მთლიანობაში 2021 წელი “აჭარა ტექსტილმა” 1 მილიონი ლარის ზარალით დაასრულა.

“აჭარა ტექსტილის” აქტივების მოცულობა 107 მილიონ ლარს შეადგენს, კომპანიის ვალდებულებები 63 მილიონი ლარია. მმართველობითი ანგარიშის თანახმად, კომპანიის 50%-50%-იან წილებს ჯემალ ბილგინგულლუოღლუ და ქემალ ბილგინგულლუოღლუ ფლობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g