ამერიკელი რეპერის, ნიკი მინაჟის ძმას, ჯელანი მარაჯს არასრულწლოვანის გაუპატიურებისთვის გაასამართლებენ. ცნობილი გახდა, რომ შემთხვევა აპრილში მოხდა, თუმცა, ეჭვმიტანილი რამდენიმე დღის წინ დააკავეს.
ფაქტის მიუხედავად ჯელანი კვლავ თავისუფალია – ძმის ციხიდან დასახსნელად ნიკი მინაჟმა გირაოს სახით 100 ათასი დოლარი გადაიხადა. პირველი სასამართლო სხდომა 9 დეკემბერს შედგება.
ამ დროისთვის არც მინაჟის და არც სამართალდამცავების მხრიდან კომენტარი არ კეთდება.