ხუთ წლიანი პაუზის შემდეგ, ნიკი მინაჟმა გასული წლის 8 დეკემბერს, მეხუთე სტუდიური ალბომი – Pink Friday 2 გამოუშვა. დისკი, რომელიც ისეთ არტისტებთან თანამშრომლობით შეიქმნა, როგორებიც: J. Cole, დრეიკი, ლილ უეინი, Future, Lil Uzi Vert, 50 Cent, Monica, Keyshia Cole და სხვები არიან, ,,რეპის დედოფლის” 2010 წლის სადებიუტო ლონგფლეის – Pink Friday სიქუელია.
აღსანიშნავია, რომ ფირფიტის მხარდასაჭერი მსოფლიო ტურნე, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიაზე 1-ელ მარტს დაიწყო და 13 მაისს დასრულდება, 23 მაისიდან – ევროპაში გაგრძელდება.
ნიდერლანდები, ინგლისი, შოტლანდია, საფრანგეთი, გერმანია, პოლონეთი – ეს იმ ქვეყნების არასრული ჩამონათვალია, სადაც 41 წლის ჰიპ-ჰოპ შემსრულებელი მასშტაბური კონცერტების სერიით წარდგება. საკულტო ქალი რეპერის შოუებზე დასწრების მსურველთა დიდი რაოდენობიდან გამომდინარე, Pink Friday 2 World Tour-ს შესაძლოა ახალი თარიღებიც დაემატოს.
საგულისხმოა, რომ რამდენიმე ქალაქში ჩანიშნულ რამდენიმე პერფორმანსზე, უკვე Sold Out გამოცხადდა.