LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკო ქაჯაია სცენაზე ბაბუასთან, ცნობილ ექიმთან, გოგიტა გეგელაშვილთან ერთად ამღერდა – ფილარმონიაში ახალი საბავშვო კვარტეტის დებიუტი შედგა

3662
BeFunky-collage

ქართულ საესტრადო სივრცეში სიახლეა. თბილისის ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ახალი საბავშვო კვარტეტის დებიუტი შედგა სიმღერით “Mr. Sandman”.

აღსანიშნავია, რომ ჯგუფის შემადგენლობა აერთიანებს ოთხ ახალგაზრდა, ნიჭიერ შემსრულებელს. მათ შორისაა ნიკო ქაჯაია, რომელიც 2021 წლის საბავშვო ევროვიზიის მონაწილეა და მან კონკურსზე 19 ქვეყანას შორის მეოთხე ადგილი დაიკავა. ასევე, კვარტეტის წევრები არიან: თაკო თომაშვილი, მაშო შარაშენიძე და მარიამ მურცხვალაძე.

საბავშვო ევროვიზია სომხეთმა მოიგო – ნიკო ქაჯაიამ IV ადგილი დაიკავა

კვარტეტმა სადებიუტო სიმღერა ექიმების საიუბილეო კონცერტზე ცნობილ ქართველ ექიმთან, გოგიტა გეგელაშვილთან შეასრულა. ცნობისთვის, გოგიტა გეგელაშვილი ნიკო ქაჯაიას ბაბუაა.

რაც შეეხება ახლად შექმნილ კვარტეტს, ის 2023 წლის სექტემბერში “Gigaproduction”-ის ბაზაზე შეიქმნა მაკა დავითაიას ხელმძღვანელობით. აღსანიშნავია, რომ Gigaproduction წლების განმავლობაში საბავშვო ევროვიზიის კონტენტს ქმნიდა და მათი ძალისხმევით საქართველომ სამჯერ მოიპოვა გამარჯვება.

ცნობისთვის, როგორც კვარტეტის წევრები ამბობენ, ისინი შემოქმედებით პროცესში არიან და მალე უამრავ სიახლესაც შემოგვთავაზებენ.

ვიდეო: ნიკო ქაჯაია ნიკოლოზ რაჭველთან და გორის გოგონათა გუნდთან ერთად საშობაო სიმღერას ასრულებს