სერიალ “დიდი პატარა ტყუილების” ვარსკვლავი ზოე კრავიცი დაქორწინდა და მისი რჩეული მსახიობი კარლ გლისმანია. ქორწილი საფრანგეთში, ზოეს მამის, ლენი კარიცის სახლში გაიმართა და მას უამრავი სტუმარი დაესწრო. პირველები ცერემონიაზე სერიალ „დიდი პატარა ტყუილების“ ვარსკვლავები, ნიკოლ კიდმანი, რიზ უიზერსფუნი, ლორა დერნი და შეილინ ვუდლი გამოჩდნენ. მალევე მათ ედი რედმეინი, კარა დელვინი, კრის პაინი და სხვები შეუერთდნენ.
ცერემონიალი დახურული იყო და ფოტოების გადაღება ვერ მოხერხდა. სამაგიეროდ სოციალურ ქსელში ფოტო განათავსა თავად ლენი კრავიცმა, როგორ ემზადება ის ქორწილისთვის. ყველა სხვა ფოტო კრავიცის სახლთან, პარიზშია გადაღებული.