ნიკოლ კიდმანი , რომელიც აქტიურადაა დაკავებული თეატრალური კარიერით, დასვენების დღეებს ოჯახთან ერთად ატარებს. ფოტოგრაფებმა კიდმანი და კეიტ ურბანი მაშინ გადაიღეს, როცა წყვილი შვილებთან ერთად ლონდონის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმს ესტუმრა. მშობლები სიამაყით ადევნებდნენ თვალს 7 წლის როუზსა და 4 წლის ფეიტ მარგარეტს, რომლებიც ყინულზე სრიალებდნენ.
ფოტოებიდან ჩანს, რომ 4 წლის ფეიტ მარგარეტი, რომელიც სუროგატი დედის დახმარებით გაჩნდა, საოცრად გავს ნიკოლ კიდმანს.
