LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლ კიდმანი დიდი ხნის უნახავ საიენტოლოგ შვილს შეხვდა

81

ნიკოლ კიდმანი ქალიშვილს შეხვდა. დედა-შვილი ბელას გათხოვების შემდეგ ერთმანეთს პირველად შეხვდა და თვითმხილველები ამბობენ, რომ შეხვედრა ძალიან სენტიმენტალური იყო, ნიკოლმა და იზაბელამ ცრემლების შეკავება ვერ შეძლეს.

„ორივესთვის ძალიან ემოციური მომენტი იყო, განსაკუთრებით – ნიკოლისთვის. ერთმანეთს ეხუტებოდნენ და გაუჩერებლად ტიროდნენ,“ – ამბობს მედიასთან თვითმხილველი.

ჟურნალისტების წყაროს ცნობით, ნიკოლი ბელას არჩევანით კმაყოფილია და მას სიძე, IT სპეციალისტი ძალიან მოსწონს. ბელამ მაქსი დედას ჯერ კიდევ დაქორწინებამდე გააცნო.

ნიკოლ კიდმანი ტომ კრუზს ცოლად 1990 წელს გაჰყვა, მალე მათ შვილად აიყვანეს ბელა და კონორი. წყვილი ერთმანეთს 2001 წელს დაშორდა, ამის შემდეგ კი შვილები ტომთან დარჩნენ. ბავშვების გადაწყვეტილებამ გააჩინა ეჭვი, რომ მათსა და კიდმანს შორის დაძაბული ურთიერთობა იყო.

კონორი და ბელა, მამის მსგავსად, საიენტოლოგიური ეკლესიის წევრები არიან. იზაბელა გასულ წელს დაოჯახდა, თუმცა მის ქორწილს არც დედა და არც მამა ესწრებოდნენ, შვილმა მათი დაპატიჟება საჭიროდ არ მიიჩნია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g