49 წლის ვარსკვლავი, ნიკოლ კიდმანი ჟურნალ Flaunt Magazine-ის დეკემბრის ნომრის გარეკანზე გამოჩნდება. ავსტრალიელმა მსახიობმა გამოცემას ინტერვიუ მისცა და იმაზე ისაუბრა, თუ როგორ როლებს მიანიჭებს უპირატესობას ხანდაზმულ ასაკში.
„პირველ რიგში დაინტერესებული ვარ რეალური ქალების როლებით. ჩემ ასაკში დრო ძალიან ძვირად ფასობს, ამიტომ ისეთ პროექტებში, რომლებიც არ მაინტერესებს, ის არ უნდა დავკარგო. ახლა არ ვარ იძულებული დავთანხმდე ყველაფერს, რასაც მთავაზობენ“, – განაცხადა კიდმანმა.
შეგახსენებთ, რომ 2017 წლის თებერვალში, ოსკაროსან მსახიობს დრამაში „ლომი“ ვიხილავთ, სადაც კომპანიონობას რუნი მარა და დევ პატელი უწევენ. ფილმი რეალური ადამიანის, სარუს შესახებაა, რომელიც 5 წლის ასაკში შეცდომით მატარებლის სხვა რეისზე ჯდება და საკუთარი სახლისგან ათასი კილომეტრის მოშორებით მიემგზავრება. 25 წლის შემდეგ, ის მშობლიური სახლის მოძებნას თანამედოვე ტექნოლოგიის, Google Earth-ის მეშვეობით გადაწყვეტს.
