ნიკოლ კიდმანმა ქალიშვილთან, ფეიტ მარგარეტთან და სანდი როუზთან ერთად სიდნეიში დედას ჩააკითხა. მსახიობი პაპარაცებმა სწორედ მაშინ გადაიღეს, როცა ის დედის სახლიდან გამოდიოდა. მსახიობს თეთრი შარვალი და კლასიკური შავი პიჯაკი ეცვა. თმა კი სწორედ ისე ჰქონდა დახვეული, როგორც 90-იანეში, როცა ის პირველ ნაბიჯებს დგამდა კინოში.
ნიკოლს არ ახლდა მეუღლე კიტ ურბანი, რომელიც American Idol-ის გადაღებებზე იმყოფება. მსახიობი კი თავის მხრივ ემზადება HBO-ს ახალი სატელევიზიო სერიალისთვის Big Little Lies, რომლის რეჟისორიც მიშელ ფაიფერის მეუღლე, დევიდ კელია და რომელშიც ასევე მთავარ როლს რიზ უიზერსფუნი ასრულებს.
