LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლ კიდმანისა და ჰარის დიკინსონის მონაწილეობით, ეროტიკული თრილერის – Babygirl გამოსვლის თარიღი ცნობილია – ნახეთ ფილმის ტრეილერი

241
90363845-0-image-a-15_1727865869

ჰალინა რეინის ეროტიკული თრილერის – Babygirl პრემიერის თარიღი ცნობილია. ფილმი, რომლის პრეზენტაცია ვენეციის კინოფესტივალზე შედგა და 6 წუთიანი ოვაციები დაიმსახურა, ეკრანებზე, 25 დეკემბრიდან გამოჩნდება.

ფილმის სიუჟეტი მაღალი რანგის აღმასრულებელი დირექტორის გარშემო ტრიალებს, რომელიც საგრძნობლად ახალგაზრდა, მომხიბვლელ სტაჟიორთან აკრძალულ რომანს იწყებს.

კინოსურათში, მთავარ გმირებს – 40 წლის CEO-სა და 21 წლის ინტერნს, ნიკოლ კიდმანი და ჰარის დიკინსონი განასახიერებენ. აღსანიშნავია, რომ ვარსკვლავურ წყვილს შორის, რეალურ ცხოვრებაშიც დიდი ასაკობრივი სხვაობაა. კიდმანი 56-ის, ხოლო დიკინსონი 27 წლისაა.

პროექტში ასევე, ანტონიო ბანდერასიჟან რენო და სოფი უაილდი მონაწილეობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები