54 წლის ნიკოლ კიდმანის კინოკარიერა ათეულობით წელს ითვლის, მას უამრავ ლეგენდარულ ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული და ბუნებრივია, არაერთ პიკანტურ სცენაშიც უთამაშია. ცოტა ხნის წინ მსახიობმა Daily Pop E News უამბო, თუ რა რეაქცია აქვს მის მეუღლეს, 53 წლის ქანთრი მომღერალს, კიტ ურბანს მის სექსუალურ სცენებზე.
„ჩემი უსასრულობა“ – ნიკოლ კიდმანის და კიტ ურბანის მხურვალე კოცნა ვალენტინობის დღესასწაულზე
კიდმანის განცხადებით, კიტი ხელოვანი ადამიანია და შესანიშნავად ესმის ყველაფერი. ის იმდენადაა საკუთარი კარიერით მოცული, რომ მის საქმეში არასდროს ერევა.
„ის ხელოვანია და ყველაფერი შესანიშნავად ესმის, მან არასდროს იცის, თუ რა ხდება გადასაღებ მოედანზე, ის მე თვალდახუჭული მენდობა“, – აცხადებს ნიკოლი.
ცნობისთვის, ახლახანს გამოსულ სერიალში „დანაშაული“ კიდმანმა ჰიუ გრანტთან არაერთ სექსუალურ სცენაში მიიღო მონაწილეობა.