თუკი ვალენტინობის დღე ვარსკვლავებმა სოციალურ ქსელში მეორე ნახევრის მიერ მორთმეული საჩუქრების ფოტოებით აღნიშნეს, 53 წლის ნიკოლ კიდმანმა დღესასწაული „ინსტაგრამზე“ ვნებიანი კოცნის ამსახველი ფოტოთი იზეიმა. ის და მისი მეუღლე, მომღერალი კიტ ურბანი ერმანეთს მხურვალედ ეხვევიან და კოცნიან. „ჩემი უსასურულობა“, – ასე დაასათაურა ფოტო კიდმანმა.
აღსანიშნავია, რომ მათ 15 წლიანი ქორწინება აკავშირებთ.
ცნობისთვის, კიდმანი და ურბანი დღემდე ერთ-ერთ ყველაზე სამაგალითო წყვილად არის მიჩნეული, ისინი ძალიან ხშირად გამოხატავენ გრძნობებს სახალხოდ. წყვილი ორ ქალიშვილს ზრდის.