ლუის ჰამილტონთან მტკივნეული დაშორებისა და დეპრესიული პერიოდის შემდეგ, მომღერალმა ნიკოლ შერზინგერმა ახალი სიყვარული იპოვნა.
უცხოურ მედიაში ნიკოლ შეზინგერისა და ჩოგბურთელ გრიგორ დიმიტროვის შესახებ ბევრს წერენ.
“იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება. ამ მომენტით ვცხოვრობ და ბედნიერი ვარ. გრიგორი ძალიან საყვარელია. მისი საქმიანობიდან გამომდინარე, ძალიან დაკავებულია, მაგრამ მაინც ახერხებს დრო გამონახოს და დრო სასიამოვნოდ გავატაროთ”, – ამბობს შერზინგერი.