ნიკოლ შერზინგერისა და ფორმულა 1-ის ავტომრბოლელის, ლუის ჰემილტონის დაშორების შემდეგ, მედია მომღერლის ახალ რომანზე ალპარაკდა. გაირკვა, რომ 38 წლის მოდელი 25 წლის ბულგარელ ჩოგბურთელს, გრიგორ დიმიტროვს ხვდება. ამ დრომდე წყვილი ერთად არავის უნახავს, ამჯერად კი პაპარაცებმა შეყვარებულები იტალიაში ვიზიტისას დააფიქსირეს.
მიუხედავად იმისა, რომ წყვილს შორის ასაკობრივი სხვაობა 13 წელია, ისინი ფანტასტიკურად გამოიყურებოდნენ ერთად, როცა იტალიაში დასვენებისას ხელჩაკიდებულები გადაიღეს.
ამ დრომდე გრიგორ დიმიტროვი მარია შარაპოვას ხვდებოდა. ნიკოლ შერზინგერის ყოფილმა შეყვარებულმა, ლუის ჰემილტონმა კი, რომანი ცნობილ მოდელთან, ვინი ჰარლოუსთან გააბა.