LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლ შერზინგერი Global Gift Gala-ზე თვალისმომჭრელად გამოიყურება

603

19 ნოემბერს, ლონდონში მდებარე სასტუმრო Corinthia Hotel-ში საქველმოქმედო გალა-საღამო Global Gift Gala გაიმართა, რომელსაც უამრავი ვარსკვლავი დაესწრო. ღონისძიების ორგანიზატორები დიდი ხნის მეგობრები, ვიქტორია ბექჰემი და ევა ლონგორია იყვნენ. ორივე მასპინძელი შავ სამოსში იყო გამოწყობილი: ევას კაბას ღრმა დეკოლტეთი, ხოლო ვიქტორია განიერ შარვალი და ვიწრო ტოპი.

თუმცა საღამოს ერთ-ერთი გამორჩეული სტუმარი მომღერალი ნიკოლ შერზინგერი გახდა: Pussycat Dolls-ის ყოფილმა ვოკალისტმა ყვითელი ფერის ღრმად შეჭრილ თამამ კაბაზე გააკეთა არჩევანი. 38 წლის ვარსკვლას მაღალყელიანი ფეხსაცმელი ეცვა და ძალიან სექსუალურად გამოიყურებოდა.

საღამოდან შემოსული თანხა, საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხება – ფული მსოფლიოს მასშტაბით განსაკუთრებულად გაჭირვებულ ოჯახებს მოხმარდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები