ნიკოლას კეიჯისა და ლიზა მარია პრესლის „ქარიშხლიანი“ რომანის შესახებ ბევრი რამე დაწერილა, თუმცა არის რაღაც დეტალები, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. მათი კავშირი იმდენად მძაფრი იყო, რომ ერთ-ერთი კამათის დროს, ოსკაროსანმა მსახიობმა $65,000-იანი ნიშნობის ბეჭედი წყალში გადააგდო.
ემოციური სცენა აღწერილია პრესლის დედის, პრისცილა პრესლის მიერ ახალგამოსულ მემუარებში „Softly, As I Leave You: Life After Elvis“.
წიგნში პრისცილა იხსენებს, წყვილის სამხრეთ კალიფორნიის სანაპიროზე, კეიჯის იახტით ვოიაჟს, სადაც მათი მორიგი კამათი დაიწყო.
„რაღაცამ კიდევ ერთი ეპიკური ჩხუბი გამოიწვია, ლიზამ ბეჭედი მოიხსნა და ნიკს ესროლა. თუმცა, კეიჯის რეაქცია გაცილებით დრამატული აღმოჩნდა. მან ექვსკარატიანი, $65,000 ღირებულების ბრილიანტის ბეჭედი აიღო და პირდაპირ ოკეანეში მოისროლა“, – ნათქვამია ბიოგრაფიულ წიგნში.

ცნობისთვის, ლიზა მარია პრესლი და ნიკოლას კეიჯი 2002 წელს დაქორწინდნენ, თუმცა მათი ქორწინება სულ რაღაც 107 დღე გაგრძელდა. მიუხედავად ხანმოკლე ურთიერთობისა, მათი რომანი ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან და არასტაბილურ კავშირად ითვლებოდა ჰოლივუდის ისტორიაში, სავსე სიყვარულით, ვნებითა, უკიდურესი ქმედებებით.
გაიცანით, ნიკოლას კეიჯის ქალიშვილი – 59 წლის მსახიობი 30 წლით უმცროს მეუღლესთან ერთად გამოჩნდა
ელვის პრესლის შვილიშვილმა ბებიას სასამართლო დავა მოუგო და შეურიგდა
ნახეთ ლიზა მარია პრესლის უკანასკნელი ფოტოები „ოქროს გლობუსიდან“





