LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლას კეიჯის უნიკალური ავტოკოლექცია

103

როდესაც ცნობილი მსახიობი ნიკოლას კეიჯი არ არის დაკავებული ჯონი ბლეიზის საქმიანობით, ან არ იღებს მონაწილეობას გადაღებებში, მისი პოვნა შესაძლებელია მისივე ავტოფარეხში, სადაც მსახიობის უნიკალური ავტოკოლექციაა თავმოყრილი…

ავტომობილები? დიახ… მოტოციკლები? დიახ… იახტები? რა თქმა უნდა. მისი სიყვარული ავტოსამყაროს მიმართ უცხო ნამდვილად არავისთვის არაა, თუმცა, კოლექცია, რომელსაც ჩვენ შემოგთავაზებთ, ნამდვილად შთამბეჭდავი და უნიკალურია…

 

1964 წლის Rolls-Royce Silver Cloud III

1955 წელს Silver Cloud კომპანია Rolls-Royce-ის წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოდელი გახდა, რომელსაც მოყვა Cloud II და Cloud III ვერსიები. მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 160კმ/სთ-ია, ის უნიკალური დიზაინითა და ინტერიერით გამოირჩევა.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს მასშტაბით Silver Cloud III-ის სულ 3 ეგზემპლარი არსებობს, ერთ-ერთი კი სწორედ ნიკოლას კეიჯის ავტოფარეხშია მოთავსებული.

 

Rolls-Royce Silver Cloud III

 

1965 წლის Lamborghini 350GT

1965 წლისთვის 350GT კომპანია Lamborghini-ის საამაყო მოდელი გახდა, რომელიც დღესდღეობით ლეგენდარულ ავტომობილად ითვლება. 135 ეგზემპლარის დამზადების შემდეგ, იტალიელებმა 1966 წელს მისი განახლებული ვერსია 400GT წარადგინეს. თუმცა 350GT ბევრისთვის დღემდე ლეგენდარულ მოდელად ითვლება.

 

Lamborghini 350GT

 

Ferrari Enzo

ავტომობილი, რომლის პრეზენტაციაც 2003 წელს შედგა, უმალვე პოპულარული გახდა ავტომოყვარულთა შორის. მისი ძრავის სიმძლავრე, რომელიც 651 ცხენის ძალას შეადგენს, ერთ-ერთი მძლავრი ძრავია კომპანიის ისტორიაში. გასაკვირი არაა ის, რომ მისი შეძენა მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ, სწორედ ნიკოლას კეიჯი გახლავთ ის იშვიათი ადამიანი, რომლის ავტოფარეხშიც Enzo-ა განთავსებული.

 

Ferrari Enzo

 

1955 წლის Porsche 356 Pre-A Speedster

1950 წელს ამერიკელმა იმპორტიორმა მაქს ჰოფმანმა სახელწმიფოსგან მალულად Porsche-ს ავტომობილების ჩამოყვანა და გაყიდვა დაიწყო. როგორც შემდეგში გაირკვა, გერმანულმა მოდელებმა დიდი პოპულარუბა მოიპოვა. Speedster კი ერთ-ერთი ის ავტომობილი გახდა, რომელმაც მაქს დიდი შემოსავალი მოუტანა. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ მაქს ჰოფმანი სწორედ Speedster-ის გამო სასჯელს 8 წლის განმავლობაში იხდიდა, სახელმწიფოსთვის ფინანსური მოგების დამალვის გამო.

 

Porsche 356 Pre-A Speedster

 

1958 წლის Ferrari 250GT Paninfarina

კიდევ ერთი უნიკალური ავტომობილი, რომელის ნიკოლას კეიჯის ავტოფარეხშია მოთავსებული Ferrari 250GT გახლავთ. 1958-1960 წლებში დამზადებული სპორტული ავტომობილი, მსოფლიოს საავტომობილო სამყაროში, ერთ-ერთი უიშვიათესი და უმაღლესი კლასის ავტომობილი გახდა. იმ წლებში სპორტული ავტომობილები იშვიათობას წარმოადგენდა და სწორედ ამიტომ, Ferrari-მ უდიდესი პოპულარობა მოიპოვა. მისი სიჩქარე 180კმ/სთ-ა და სულ 350 ეგზემპლიარი იქნა დამზადებული.

 

Ferrari 250GT Paninfarina

 

1963 წლის Jaguar E-Type Semi-Lightweigthed Competention

საავტომობილო ბაზარზე შემსუბუქებული Jaguar E-Type-ის 12 ორიგინალი ვერსია არსებობს. მას შემდეგ, რაც მსოფლიო ბაზარზე სპორტული ავტომობილებისადმი მოთხოვნა გაიზარდა, კომპანიამ Jaguar გადაწყვიტა მომხმარებლებისთვის სწორედ სპორტული ტიპის მოდელი შეეთავაზებინა. ამისთვის მან უკვე წარმოებაში არსებული Jaguar E-Type-ს შემსუბუქება გადაწყვიტა. თავდაპირველად ეს მოდელი Ferrar-ის კონკურენტად მოიაზრებოდა, თუმცა რამდენად გაამრთლა, ძნელი სათქმელია.

ნიკოლას კეიჯმა ეს ავტომობილი ფილმის ”გატაცება 60 წამში” გადაღებებში გამოიყენა. აღსანიშნავია ისიც, რომ ფილმში გამოყენებული იქნა პროტოტიპი, ხოლო ორიგინალი ვერსია დღემდე ნიკოლას კეიჯის ავტოფარეხშია მოთავსებული.

 

Jaguar E-Type Semi-Lightweigthed Competention

 

1970 წლის Hemi’Cuda Hardtop

საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს ის ფაქტი, რომ იტალიელი მსახიობი ამერიკული ”მუსკულების” მოყვარულია. სწორედ ამის დასტურია ისიც, რომ მის ავტოფარეხში მოთავსებულია უნიკალური და პრაქტიკულად ერთადერთი ავტომობილი, რომელიც Hemi’Cuda Hardtop-ის სახელით არის ცნობილი. 4 საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი, ამერიკულ მონსტრს, დაუმარცხებელს ხდის…

 

Hemi’Cuda Hardtop

 

1938 წლის Bugatti T57C Atlante Coupe

თუ თქვენ ფული გაქვთ და ავტომობილებიც გიზიდავთ, მაშინ ძნელია უარი თქვათ კლასიკურ მოდელებზე, რომლის ერთ-ერთი მარგალიტიც სწორედ Bugatti T57C გახლავთ. ბევრი ავტომოყვარული აღნიშნავს, რომ კლასიკური ავტომობილები ბევრად მიმზიდველი და შთამბეჭდავია, ამ მოსაზრების მქონე ადამიანებს შორის შედის ნიკოლას კეიჯიც, სწორედ ამიტომ მსახიობმა ამ ავტომობილში რამდენიმე მილიონი გადაიხადა.

 

Bugatti T57C Atlante Coupe

 

1959 წლის Ferrari 250GT LWB California Spyder

მსოფლიოში ამ ავტომობილის მხოლოდ 51 ეგზემპლიარი არსებობს. კეიჯის მოდელი კი რიგით 34-ეა. ორიგინალური დიზაინისა და კომპლექტაციის მქონე 250GT-მ დიდი გამოჩენისთანავე დიდი პოპულარობა მოიპივა. ვიზუალის გამო ის გამოყენებული იქნა რამდენიმე სრულმეტრაჟიანი და დოკუმენტურ ფილმში.

 

Ferrari 250GT LWB California Spyder

 

1971 წლის Lamborghini Miura SVJ

თუ თქვენ ექსკლუზიური ავტომობილი გნებავთ, გასაოცარი ისტორიითა და უნიკალური დიზაინით, მაშინ თქვენ მოგიწევთ ნიკოლას კეიჯის კოლექციის დათვალიერება, რომლის უდაოდ ყველაზე შთამბეჭდავი წარმომადგენელი Lamborghini Miura SVJ გახლავთ. ამ ავტომობილის მხოლოდ 4 ეგზემპლიარი არსებობს და უნიკალური გახლავთ იმით, რომ კომპანიის ინჟინრებმა თითოეული დეტალი ყოველგვარი მექანიზმების ჩარევის გარეშეა დამზადებული. ავტომობილი ირანის შაჰის შეკვეთით დამზადდა…

 

Lamborghini Miura SVJ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები