LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფორმულა 1-ის ყოფილმა ბოსმა ისტორიული ავტოკოლექცია გაყიდა

105
76576

ფორმულა 1-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ბერნი ეკლსტოუნმა თავისი მანქანების კოლექცია, რომელიც 69 იშვიათ და ძვირადღირებულ ეკზემპლარს მოიცავდა, დაახლოებით ნახევარ მილიარდ ფუნტად გაყიდა. ამის შესახებ Daily Mail იუწყება.

ფორმულა 1-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა მანქანები, მათ შორის მსოფლიო ჩემპიონატის სარბოლო ავტოები, Red Bull-ის დამფუძნებლის მარკ მატეშიცის შვილს მიჰყიდა. ექსპერტები ეკლსტოუნის კოლექციას 500 მილიონ ფუნტ სტერლინგად აფასებენ, მაგრამ ზუსტიფასი არ სახელდება.

„ეს არის უნიკალური მანქანები, რომლებმაც თავიანთი კვალი დატოვეს სპორტის ისტორიაში. ისინი წარმოადგენენ ფორმულა 1-ის 70-წლიან ისტორიის “, – თქვა ეკლსტონმა მისი კოლექციის შესახებ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები