ახალი წელი ახლოვდება, თუმცა მნიშვნელოვანი დღესასწაულის გარდა მოდის მოყვარულებს ისიც აინტერესებთ თუ რა იქნება მოდური 2016 წელს. დიზაინერი ნიკოლას ქანთარია მომდევნო წლის ტრენდებისა და სიახლეების შესახებ გვესაუბრება.
ნიკოლას რა ფერებია აქტუალური და როგორია 2016 წლის წლის ქალი და მამაკაცი?
“Nickola’s”-ის ქალი 2016 წელს იქნება ძალიან ძლიერი იმიჯის მატარებელი და შესაბამისად შეიმოსება სამ ფერში – შავი, თეთრი და წითელი. მე არ ვითვალისწინებ სხვა მოდის სახლების ტენდენციებს და ფერებს ჩემს ნამუშევრებში და აქედან გამომდინარე ჩემთვის ის არის აქტუალური რასაც მე ვწყვეტ.
რა დეტალებზე ამახვილებენ დიზაინერები ყურადღებას?
ალბათ ისევე როგორც მე, ყველას კოლექციაში არის ხარისხი, ფასი და სწორი ხედვა აუცილებელი, თუმცა ექსკლუზიურად არ ვიცი აკეთებს თუ არა საქართველოში ჩემს გარდა სხვა ბრენდი კონკრეტულ სთაილებს.
“კონკრეტულ სთაილში” რას გულისხმობ?
ინდივიდუალურ ხაზს, რომელიც იქმნება ერთი ცალი და არ მეორდება ბრენდში და შესაბამისად არც ბაზარზე…
რა აქსესუარებია 2016 წელს აქტუალური?
არაგადატვირთული და ნატურალური ქსოვილისგან შექმნილი აქსესუარებია ჩემს ბრენდში, წელს სპეციალურად ახალი წლისთვის შექმნილია ჩანთების, ქუდების და საყურეების ხაზი რომელიც ინდივიდუალურია და მორგებულია ყველა გემოვნების ქალბატონზე.
რა სიახლეს შესთავაზებ 2016 წელს შენი ბრენდის მომხმარებლებს?
ძალიან ბევრ ახალ და საინტერესო პროექტს, გავაგრძელებ ქველმოქმედებას, ვიქნები გამორჩეული ხედვით და კოლექცია (კაბსულებით) და შევეცდები როგორც ყოველთვის არ ვიყო მორგებული საქართველოს და ჩემი ბრენდი არ იყოს მხოლოდ ფულის საკეთებელი დაზგა! მინდა ხელოვნება შეიგრძნოს ხალხმა ამ ქვეყანაში და განვითარდეს ამ სფეროში სულ უფრო და უფრო. მე თუ ამაში წვრილს შევიტან ბედნიერი ვიქნები.
2016 წელს თუ უნდა ველოდოთ “Nickola’s”-ს მოდის კვირეულებზე?
არა. არ ვერევი ბანალურ თემებში. მომწონს, კარგია და მეამაყება ეს ყველაფერი მაგრამ ეს ჩემთვის არაა. თუმცა ვნახოთ იქნებ რამე მოვიფიქრო და ესეც არ არის გამორიცხული. არასოდეს არ უნდა თქვა “არასოდეს”!
და ბოლოს, როგორ ხვდები ახალ წელს?
31 დეკემბერს ჩემს თბილ ოჯახში, ჩემს მშობლებთან ერთად ტრადიციულად ვაპირებ. წინა წელს ეს ვერ მოვახერხე და ახლა ამას არაფერში არ გავცვლი!
რამე განსაკუთრებული საახალწლო ტრადიცია თუ გაქვს?
ისევ და ისევ ორიგინალური ნაძვის ხე, უკვე შევქმენი ჩემი მაღაზიისთვის და შევიტანე საახალწლო განწყობა. არ მიყვარს ბანალური გარემო და ამას არასოდეს არ მიქმნის ოჯახი და ჩემი საკუთარი თავი…
დიდი მადლობა. ბედნიერ და წარმატებულ 2016 წელს გისურვებთ!
ასევე, თქვენ და მთელს შემოქმედებით გუნდს დიდი წარმატებები!
გუგა ლეჟავა
MODEL: ანი კანკია