LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლოზ რაჭველი მეგობრების შესახებ: „ცოტნე ზედგინიძესთან 30 წელი მაშორებს, გია ყანჩელი ურთიერთობდა ჩემთან…“

438
rachveli

ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში მეგობრობის ფენომენის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ თავად, ასაკის მიუხედავად, ყველასთან შეუძლია ამ გრძნობის გაზიარება:

„დავფიქრდი და კიდევ ერთხელ გავაცნობიერე, რამდენი საოცარი მეგობარი და გულშემატკივარი მყავს, უფროს თაობაში, ჩემი თანატოლებიც და ჩემზე ათი და ოცი წლით უმცროსებშიც, ცოტნესთან მთლად ოცდაათი წელი მაშორებს, მაგრამ ერთი წამით არ ვგრძნობ ასაკობრივ სხვაობას, ისევე, როგორც გია ყანჩელი თანატოლად ურთიერთობდა ჩემთან (მიუხედავად იმისა, რომ მოწიწებას ყოველთვის გამოვხატავდი) და ნანი, რომელიც გული და სულია ჩემი…

ყველას ვერ ჩამოვთვლი, მაგრამ მათი უმეტესობა დიდ ქართულ თუ საერთაშორისო საზოგადოებას თავისი უდიდესი ნიჭისა და პროფესიონალიზმის გამო განსაკუთრებულად უყვარს.

დიდი მადლობა ღმერთო და ჩემო იღბალო, ასეთ ძვირფას ადამიანებს რომ შემახვედრე ცხოვრების გზაზე და მათთან ერთად ამდენი სიკეთის და სიხარულის მინიჭება რომ შევძელით ერთგული მსმენელებისთვის♥️

ჩემო ძვირფასო ადამიანებო, ჩემებო, მეგობრებო, Facebook-ფრენდებო, თანამოაზრეებო, გულშემატკივრებო, კოლეგებო, Follower-ებო, სიკეთით მოსიარულეებო მიყვარხართ და უსაზღვროდ მადლიერი ვარ თქვენი, შეუფასებლად…“

პოპულალურები