ნიკოლოზ რაჭველი ახალგაზრდა კოლეგას, გიორგი გიგაშვილს მხარდაჭერას უცხადებს და მისი გამოსვლით პრესტიჟული საფორტეპიანო კონკურსის ფინალში, სადაც ქართველ მონაწილეს მაყურებელი ფეხზე წამოუდგა, განსაკუთრებული ემოციებით მიმოიხილავს:
„გიგაშას ფინალი რუბინშტეინის კონკურსის ფინალში. მართლაც საოცრად დაუკრა ყველა ტური!!! ჟიურის შედეგები ხვალ გამოცხადდება. საერთაშორისო პუბლიკა მხოლოდ მას წამოუდგა ფეხზე, რაც თითქმის არ ხდება ხოლმე კონკურსებზე. პრესა კი პირდაპირ უწოდებს გიორგის გენიას საქართველოდან.
აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ დაწესებულია მაყურებელთა პრიზი, რომლის მოსაპოვებლად ჩვენ შეგვიძლია ვიაქტიუროთ. ამისათვის გთხოვთ გადახვიდეთ მოცემულ ბმულზე: http://bit.ly/3LYaM8u, დააკოპირეთ ციფრები და შემდგომ ლოგოს რომ დააჭერთ გადახვალთ ხმის მიცემის გვერდზე სადაც მონიშნავთ გიორგი გიგაშვილს და მისცემთ თქვენს ხმას.
დიდი სიხარულის დღეებია ჩვენი ქვეყნის მუსიკალურ ცხოვრებაში და ჩემთვის მთლად ენით აუწერელი ბედნიერება, რადგან ეს ყველაფერი ჩემს უახლოეს და უძვირფასეს მეგობარს ეხება…
მუდამ გამარჯვებულს და აღმაფრენით სავსეს გევლოს მთელი ცხოვრების განმავლობაში!!!“
„სენსაციური მუსიკოსები“ – გიორგი გიგაშვილი Classic FM-მა 30 საუკეთესო მუსიკოსს შორის დაასახელა