LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დღეს რუბინშტეინის კონკურსის ფინალია… გთხოვთ, ხმა მიეცით გიორგი გიგაშვილს! ვაჩვენოთ მსოფლიოს ჩვენი ერთიანობა და თანადგომის უნარი!“ – ნიკოლოზ რაჭველი

1004
Untitled design (1)

დღეს, 30 მარტს რუბინშტეინის კონკურსის ფინალია, სადაც ქართველი პიანისტი გიორგი გიგაშვილიც იღებს მონაწილეობას.

როგორც ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში წერს, გარდა ჟიურისა, მაყურებლის ხმასაც აქვს მნიშვნელობა, ამიტომ მოუწოდებს საზოგადოებას მხარი დაუჭირონ გიორგი გიგაშვილს.

ხმის მიცემა შეგიძლიათ აქ: https://bit.ly/3JYyO0r

„სენსაციური მუსიკოსები“ – გიორგი გიგაშვილი Classic FM-მა 30 საუკეთესო მუსიკოსს შორის დაასახელა

„გიორგი გიგაშვილი რუბინშტეინის საერთაშორისო კონკურსის ფინალისტია…იცით ეს რას ნიშნავს? დედამიწაზე ყველაზე პრესტიჟული კონკურსის ლაურეატი გახდა” – ნიკოლოზ რაჭველი 

„ძვირფასო მეგობრებო, ხვალ რუბინშტეინის კონკურსის ფინალია, გარდა ჟიურისა მაყურებლის ხმასაც აქვს მნიშვნელობა, ამიტომ გთხოვთ მოცემულ ბმულზე შეხვიდეთ:

http://bit.ly/3LYaM8u

მიიღებთ კოდს, დააკოპირეთ კოდი, შემდეგ დააჭირეთ კონკურსის ლოგოს და ხმა მიეცით გიორგი გიგაშვილს! ვაჩვენოთ მსოფლიოს ჩვენი ერთიანობა და თანადგომის უნარი! გიორგი გიგაშვილის გამარჯვება საქართველოს გამარჯვებაა ამ მართლაც ყველაზე პრესტიჟულ და მნიშვნელოვან მუსიკალურ კონკურსში!“, – წერს ნიკოლოზ რაჭველი.

 

ძვირფასო მეგობრებო, ხვალ რუბინშტეინის კონკურსის ფინალია, გარდა ჟიურისა მაყურებლის ხმასაც აქვს მნიშვნელობა, ამიტომ გთხოვთ…

Posted by Nikoloz Rachveli on Wednesday, 29 March 2023

 

 

გიორგი გიგაშვილის მხარდაჭერის შესახებ საზოგადოებას მისი მეგობარი კესო აბულაძეც მოუწოდებს.

ვიდეო: გიორგი გიგაშვილის ფენომენალური შესრულება ორკესტრთან ერთად და ფეხზე წამომდგარი მსმენელი

„ჩემი გენიალური მეგობარი, Gigashvili Giorgi!!!

აუცილებლად უნდა გადავიდეთ კონკურსის ბმულზე და დამსახურებული გამარჯვება მოვაპოვებინოთ ამ შესანიშნავ მუსიკოსს“, – წერს კესო აბულაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები