„ბრავო, ბრავო“- ასეთი შეძახილები ისმოდა დარბაზში, სადაც პიანისტმა გიორგი გიგაშვილმა ნიკოლოზ რაჭველის ორკესტრთან ერთად კონცერტი გამართა.
კონცერტიდან ამონარიდი ნინა ამირანაშვილმა გაავრცელა და გიორგი გიგაშვილის ფენომენალური შესრულება შემოგვთავაზა, რომლის დასრულების შემდეგ აღფრთოვანებული მსმენელი ფეხზე წამოდგა და დიდხანს უკრავდა ტაშს გასაოცარი ნიჭის მუსიკოსს.