LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლოზ სააკაშვილი: მამა წევს და ვერ დგება.. გამიხარდება, ტახტზე ჩამომჯდარი მაინც დავინახო

179
Untitled design (38)

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი შვილმა, ნიკოლოზ სააკაშვილმა „ვივა მედის“ კლინიკაში მოინახულა.

სააკაშვილი „ვივა მედის“ დირექტორს მიმართავს: ჩემი სიცოცხლე საფრთხეშია, ნუ დააყენებთ ჩემს ჯანმრთელობას რისკის ქვეშ

ნიკოლოზ სააკაშვილის თქმით, მესამე პრეზიდენტს დამოუკიდებლად მოკლე მანძილის დაფარვაც ურთულდება და მხოლოდ სპეციალური ხელსაწყოს მეშვეობით გადაადგილდება.

“აქამდე რომ ვნახულობდი მამას, ყოველთვის შეეძლო მოკლე მანძილით სიარული.

ახლა ძალიან შთამბეჭდავი იყო ჩემთვის, რომ წევს და ვერ დგება. ძალიან მოკლე, 2 მეტრი მანძილის გასავლელად სჭირდება სასიარულო ხელსაწყო. რაც ახლა ხდება, მართლაც ძალიან სანერვიულოა. გამიხარდება, რომ მასთან ექსპერტი მაინც შეუშვან, რაიმე პროგრესი იყოს და ტახტზე ჩამომჯდარი მაინც დავინახო”, – აღნიშნა ნიკოლოზ სააკაშვილმა.

სლაიდზე ფოტო ინტერპრესნიუსი

magti 5g