სამედიცინო ცენტრ „ვივა მედში“ მყოფი მიხეილ სააკაშვილი მიმართვას ავრცელებს.
სააკაშვილის წერილი ჟურნალისტებს ენმ-ის წევრმა გიორგი ჩალაძემ გადასცა.
სააკაშვილი აღნიშნავს, რომ მისი სიცოცხლე კლინიკის დირექტორის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული:
„მიეცით საშუალება ექიმს, გამიწიოს ერთჯერადი სამედიცინო მომსახურება, მე კი ჩემთვის კანონით მონიჭებული უფლების რეალიზების შესაძლებლობა. გთხოვთ, პასუხი გამცეთ დღესვე, თქვენს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული ჩემი სიცოცხლის გადარჩენა“, – აღნიშნულია სააკაშვილის მიმართვაში.