LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლოზ სააკაშვილი: ქალ­ბა­ტონ­მა ნა­დი­რა­ძემ თქვა ის, რა­საც დიდი ხა­ნია ამ­ბო­ბენ ექ­სპერ­ტე­ბი, ეს არის აღი­ა­რე­ბა და დას­ტუ­რი იმი­სა, რომ მი­შას მდგო­მა­რე­ო­ბა მარ­თლაც მძი­მეა და არა­ნა­ირ სი­მუ­ლა­ცი­ას ად­გი­ლი არ აქვს 

249
BeFunky-collage (2)

მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მამის, ნი­კო­ლოზ სა­ა­კაშ­ვი­ლის თქმით, “ვი­ვა­მე­დის” ხელ­მძღვა­ნე­ლის, ნინო ნა­დი­რა­ძის გან­ცხა­დე­ბა ადას­ტუ­რებს, რომ პა­ტი­მა­რი სა­ა­კაშ­ვი­ლი მართლაც მძი­მედ არის.

აღნიშნულის შესახებ ნიკოლოზ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“ამ წუ­თას “ტვ პირ­ველ­ზე” მო­ვის­მი­ნე ვი­ვა­მე­დის გენ.დი­რექ­ტო­რის გან­ცხა­დე­ბა იმის თა­ო­ბა­ზე, რომ კლი­ნი­კა ვერ აი­ღებს თა­ვის თავ­ზე ნე­ბარ­თვის გა­ცე­მას მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე დას­წრე­ბის თა­ო­ბა­ზე, რად­გან მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა პროგ­რე­სი­რებს და ის მძი­მეა. ეს არის აღი­ა­რე­ბა და დას­ტუ­რი იმი­სა, რომ მი­შას მდგო­მა­რე­ო­ბა მარ­თლაც მძი­მეა და არა­ნა­ირ სი­მუ­ლა­ცი­ას ად­გი­ლი არ აქვს.

ამით ქალ­ბა­ტონ­მა ნა­დი­რა­ძემ თქვა ის, რა­საც დიდი ხა­ნია ამ­ბო­ბენ ექ­სპერ­ტე­ბი. ყო­ვე­ლი წუთი ძვირ­ფა­სია, დრო­უ­ლად გა­უშ­ვით მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი. გა­და­ვარ­ჩი­ნოთ მისი სი­ცო­ცხლე. ეს ყვე­ლა­ფე­რი “ვი­ვა­მედ­მა” უნდა ხმა­მაღ­ლა თქვას სა­სა­მარ­თლო­ზე უკვე 9 იან­ვარს” – წერს ექ­სპრე­ზი­დენ­ტის მამა.

ნინო ნადირაძე სააკაშვილზე: „პროცესზე დასწრების რეკომენდაციას ჩვენი ხელით ვერ გავცემთ, ბევრად უკეთ იყო და მაშინ არ გაგვიცია“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g