LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო ნადირაძე სააკაშვილზე: „პროცესზე დასწრების რეკომენდაციას ჩვენი ხელით ვერ გავცემთ, ბევრად უკეთ იყო და მაშინ არ გაგვიცია“

168
ბასიანი (1)

სამედიცინო ცენტრ „ვივა მედის“ დირექტორის ნინო ნადირაძის განცხადებით, არ გასცემენ რეკომენდაციას საქართველოს მესამე პრეზიდენტი მომდევნო სასამართლო სხდომას ფიზიკურად დაესწროს.

როგორც ნინო ნადირაძე ამბობს, მსგავსი რეკომენდაცია მაშინაც არ გაუციათ, როცა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ბევრად უკეთესი იყო.

„ნებისმიერი გართულების შემთხვევაში ხომ ჩვენ ვიქნებით შემდგომში დამნაშავეები, დამნაშავეს არ დავეძებ, ყოველთვის პაციენტის ჯანმრთელობის ინტერესებიდან გამომდინარეობთ ჩვენ და ვერავითარ შემთხვევაში, ვერცერთი პაციენტის, ექსპრეზიდენტი იქნება ეს თუ ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქე, ჩემნაირი, თქვენნაირი, ასეთი სისულელის გაკეთების უფლებას, უფლებას რა, ყველას თავისი უფლება აქვს, მაგრამ ჩვენ რეკომენდაციას ჩვენი ხელით ვერ გავცემთ, ბევრად უკეთ იყო და მაშინ არ გაგვიცია რეკომენდაცია, ბევრად უკეთ.

ერთადერთხელ დავუშვით ჩვენ მისი მონაწილეობა, სასამართლო შემოსულიყო, გვკითხეს, შეუძლია თუ არა საუბარი და დავწერეთ კი, მაგაზეც კი ნახეთ რაც დაემართა, იმის შემდეგ რაც ჩვენ ვნახეთ როგორ მდგომარეობაში ჩავარდა სასამართლო პროცესის დროს, საერთოდ არც განვიხილავთ, რომ ჩვენ თავზე ასეთი მძიმე პასუხისმგებლობა ავიღოთ“, – განაცხადა ნინო ნადირაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი 9 იანვარს, 12:00 საათზე გაიმართება.

ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის ინფორმაციით, პროცესზე ქართველი ექიმები დაიკითხებიან. ამასთან, როგორც ხაჭაპურიძე განმარტავს, ყველა პატიმარს აქვს უფლება, რომ სასამართლო პროცესში მიიღოს მონაწილეობა.

ნინო ნადირაძე შალვა ხაჭაპურიძეზე: კლინიკის სხვა უამრავ მადისკრედიტებელ ბოდვაზე რომ არაფერი ვთქვა, მგონი, მართლა მიმყარდება ეჭვი მის ნარკოდამოკიდებულებაზე

„ვივამედში“ კარანტინი გამოცხადდა: „თუ საჭიროება მოითხოვს, რომ პაციენტთან აუცილებლად მნახველი შევიდეს, სპეციალური აღჭურვილობით შეუშვებენ“

„სააკაშვილი მოწამლული იყო სხვადასხვა მეტალით.. ვერცხლისწყალი, დარიშხანი, ბარიუმი საკმაოდ სერიოზულ ტოქსიკურ ეფექტებს იწვევს – მას ისეთ დაწესებულებაში გადაყვანა სჭირდება, სადაც დეზინტოქსიკაციაა შესაძლებელი, ასეთი აშშ-ში გვაქვს: ამერიკელი ექსპერტ-ტოქსიკოლოგი

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g