“საქართველო ბევრად უფრო წინ არის ნატოში გაწევრიანების გზაზე, ვიდრე უკრაინა – ჩვენ ბევრად მეტი რეფორმა გვაქვს განხორციელებული და და ბევრად უფრო თავსებადი ვართ ალიანსთან დღეს, ვიდრე ეს არის უკრაინა,” – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ “იმედის” ეთერში განაცხადა.
როგორც სამხარაძემ აღნიშნა, პარტნიორების მიმართ მათი მოთხოვნაა, ნატოში გაწევრიანების თარიღთან დაკავშირებით უფრო მეტი კონკრეტიკა იყოს.
„ჩვენი საუბრის ერთ-ერთი თემა და მოთხოვნაც პარტნიორების მიმართ იყო, რომ იქნებ ნელ-ნელა გავაჩინოთ ვადები, რომ ჩვენც და ჩვენმა საზოგადოებამაც იცოდეს როდის ველოდოთ ჩვენი ქვეყნის ნატოში გაწევრიანებას და პასუხი იყო – ვიფიქროთ როგორ შეიძლება ამ ვადების გაწერა“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.