LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნიკოლოზ სამხარაძის ლექციებს ყველა სტუდენტმა ბოიკოტი გამოვუცხადეთ” – ნიკო მანაგაძე

667
BeFunky-collage - 2023-03-11T225819.012

„ნიკოლოზ სამხარაძის ლექციებს ყველა სტუდენტმა ბოიკოტი გამოვუცხადეთ”, – აღნიშნულის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა ნიკო მანაგაძემ „ტვ პირველის” შუადღის გადაცემის ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ნიკოლოზ სამხარაძე აქციაზეც მიიწვიეს, რომ სტუდენტებისთვის თვალებში ჩაეხედა, თუმცა არ მივიდა.

„ცალკე ამბავია ის, რომ ნიკოლოზ სამხარაძის სტუდენტი ვარ, რომელიც პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის სამსახურის უფროსია და ამ რუსული კანონპროექტის ერთ-ერთი შემოქმედია. ჩვენი პროტესტი პირველივე დღეებში ძალიან მკაფიო იყო. მის ლექციებს ყველა სტუდენტმა ბოიკოტი გამოვუცხადეთ. ვისთვისაც არჩევითი იყო, ყველამ წაშალა და ვისთვისაც სავალდებულო იყო დეკანატში პროცედურებს გავდივართ.

ნიკოლოზ სამხარაძემ თქვა, რომ მოვალ და ჩემს სტუდენტებს თვალებში ჩავხედავო, მაგრამ არ მოსულა. აქციაზე მოვიწვიეთ და შეეძლო მოსულიყო, თუმცა არ მოვიდა. მე ორი ღამის განმავლობაში სრულიად უმიზეზოდ ვიყავი დაკავებული. გამოკეტილი ვიყავით დიღმის იზოლატორში, სადაც არაადამიანური პირობებია. შიგნიდან ვუყურებდი, როგორ ინგრეოდა და იფიტებოდა სისტემა”, – საუბრობს ნიკო მანაგაძე.

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონპროექტის წინააღმდეგ რამდენიმე დღე საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა, რის შემდეგაც მმართველმა პარტიამ ხსენებული კანონი უკან გაიწვია.

„ახალგაზრდობის გამო გავედი იქ” – ვინ არის კაცი, რომელმაც ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ აქციაზე, თვალი დაკარგა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g