LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლოზ წულუკიძე: „მართალია, სესილიასთვის არასდროს მითქვამს, მაგრამ კარგად იცის, რომ ძალიან არ მინდა, გახდეს მსახიობი…“

613
ნიკა წულუკიძე

ნიკოლოზ წულუკიძე რადიო „ფორტუნას“ გადაცემაში „არტ Fm“ საუბრობს ქალიშვილთან, სესილიასთან ურთიერთობაზე:

„მე და სესილია კარგი მეგობრები ვართ და უამრავი საერთო ინტერესი გვაქვს, მთელი საქართველო შემოვიარეთ და მარტო თუშეთი დაგვრჩა. ნაკლებად ვფიქრობ, რა პროფესიას აირჩევს, რადგან მირჩევნია, მაქსიმუმი მივცე ყველა სფეროში და თვითონ მოძებნოს საკუთარი თავი. მართალია, არასდროს მითქვამს, მაგრამ კარგად იცის, რომ ძალიან არ მინდა, გახდეს მსახიობი, თუმცა საბოლოო არჩევანი მაინც მასზეა, მე კი, ყველანაირად შევუწყობ ხელს მის წარმატებას. სამწუხაროდ, ქართულ თეატრს და ზოგადად, სახელოვნებო სფეროს ნიჭიერი მშობლებით უნიჭო შვილების პოზიციონირების ბევრი ცუდი მაგალითი ახსოვს. ამასთანავე, ხშირია შემთხვევები, როცა მშობლები და შვილები ერთ სფეროში საქმიანობენ, მშობელი საკუთარ შვილს ეხმარება და ამასობაში სხვისი შვილი იჩაგრება“.

გადაცემა ვრცლად:

ნიკოლოზ წულუკიძე: „ყველას მოსწონს დაცემულის, დამარცხებულის ყურება და არც სიყვარულს იშურებს მისთვის…“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g