LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკორწმინდაში სასტუმრო ”შაორი” გაიხსნება

724

სოფელ ნიკორწმინდაში სასტუმრო ”შაორი” გაიხსნება, რომელსაც შპს „ჯეოტექინვესტი” ააშენებს. ობიექტი ტყიბული-ამბროლაურის გზის მონაკვეთზე განთავსდება და მომხმარებელს მაღალი დონის მომსახურებას შესთავაზებს.

როგორც “ფორტუნას” ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განუცხადეს, სასტუმროს ამ ადგილას  მშენებლობა ხელს შეუწყობს ტურისტების ნაკადის ზრდასა და მათთვის ხელსაყრელი გარემოს შეთავაზებას.

კომპანია „ჯეოტექინვესტი“, ახალი პროგრამის „უმასპინძლე საქართველოში“ ფარგლებში, ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას მეწარმეობის განვითარების სააგენტო განახორციელებს. სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 703 500 ლარს შეადგენს.

სასტუმრო ”შაორი”  2017 წლის მაისში გაიხსნება და  15 ადამიანს დაასაქმებს.

ცნობისთვის, ამ დროისთვის  სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტის „უმასპინძლე საქართველოში“ ფარგლებში,  სახელმწიფომ უკვე მხარი დაუჭირა ქვეყნის მასშტაბით 7 მაღალი სტანდარტის მქონე სასტუმროს მშენებლობას. ეს სასტუმროები დამატებით შექმნის 197 ოთახს, როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი ვიზიტორებისთვის და დაასაქმებს 179-ზე მეტ ადამიანს.