LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკორწმინდის ტაძრის და მიმდებარე ტერიტორიის რესტავრაცია 2 მლნ-ზე მეტი ჯდება (ფოტოები)

1377

მუნიციპალური განვითარების ფონდი, რაჭაში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ნიკორწმინდის ტაძრის რესტავრაციას გეგმავს.

გარდა ძეგლის რესტავრაციისა, დაგეგმილია ტაძრამდე მისასვლელი გზისა და სოფლის ცენტრში არსებული შენობების ფასადების რეაბილიტაცია.

ფონდი სოფლის ცენტრიდან ტაძრისკენ მიმავალ გზაზე კვერის მოწყობას და სუვენირების მაღაზიის მშენებლობასაც გეგმავს.

ამ საკითხთან დაკავშირებით, სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი პაპუნა მარგველიძე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც გუბერნატორის პრესსამსახურიდან “ფორტუნას” აცნობეს, პროექტის ღირებულება 2 200 000 ლარს შეადგენს და მისი მიზანი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება და რეგიონის პოპილარიზაციის ხელშეწყობაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g