LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკუშა კანდელაკი „გრემის“ დაჯილდოვებაზე მიიწვიეს

116

„ისთერნ პროუშენის“ წარმომადგენელი ნიკუშა კანდელაკი, კულტურის მინისტრის მოადგილის, კახა კანდელაკის შვილი გახლავთ. ის ამერიკის შეერთებულ შტატებში, ლოს-ანჯელესში, კალიფორნიის უნივერსიტეტში სწავლობს, მუსიკის ინდუსტრიის მართვის ფაკულტეტზე. როგორც „ისტერნ პრომოუშენის“ წარმომადგენელს, აქვს უამრავი საინტერესო შეხვედრა ცნობილ მუსიკოსებთან და მათ მენეჯერებთან. „ფორტუნა“ უკვე წერდა იმის შესახებ, რომ ის სერჯიო მენდესის სახლში მიღებული სტუმარი გახლავთ, ამას წინათ კი სნუპ დოგის მიწვევით, მის დაბადების დღეს დაესწრო.

ახლახან კი ის „გრემის დაჯილდოვებაზე“ მიიწვიეს, რომელიც 15 თებერვალს გაიმართება. ნიკუშას ამის შესახებ ვკითხეთ.

ნიკუშა კანდელაკი:

გუშინ მომივიდა იმეილით მოწვევა (იღიმის). „ისტერნ პრომოუშენის“ სახელით დავესწრები. ღონისძიებაზე გამოდიან რიანა, კეტი პერი, სია, ედ შირანი, კანიეი უესტი და ა.შ. დრესკოდი სმოკინგია.

რამდენიმე წლის წინ „გრემის“ დაესწრნენ ჩვენი კომპანიის წარმომადგენლები. ახლა ველოდები მოწვევას, რომელიც ამ დღეებში ფოსტით მომივა. ასევე, იანვრის ბოლოს NAMM-ს, რომელსაც ასევე უამრავი ცნობილი მუსიკოსი დაესწრება.

ნინო მურღულია

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g