LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინა კობახიძე: „კი, ჯობია „ფაიზერი“, მაგრამ ლოდინის გამო გვეხოცება 20 ადამიანი დღეში…“

474
ninakobaxidzenews45

„ჯეო ჰოსპიტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ,ნინა კობახიძე სოციალურ ქსელში წერს კოვიდის გაზრდილი სტატისტიკისა და სიკვდილიანობის შესახებ და აღნიშნავს, რომ ვაქცინაციასთან ამ ყველაფერს პირდაპირი კავშირი აქვს.

გთავაზობთ მის პოსტს:

„როცა დღეში 1100 შემთხვევა გვაქვს და 20-მდე გარდაცვალება, იმ ფონზე 110 ათასი აცრილი არის ძალიან ცოტა, ძალიან ცუდი, ძალიან უპასუხისმგებლობა… კი, ჯობია „ფაიზერი“, მაგრამ ლოდინის გამო გვეხოცება 20  ადამიანი დღეში. კარდაკარ უნდა იაროს ყველა ოდნავ ავტორიტეტულმა ადამიანმა და დაარწმუნოს მოსახლეობა, რომ უბრალოდ, სხვა გზა არ გვაქვს… დელტა შტამი ძალიან ვრცელდება, რთულია და ბავშვებს განსაკუთრებით ედებათ.

აიცერით – სხვანაირად ყველას დაემართება, ვერ გავარღვევთ ამ ურთულეს წრეს… აიცერით იმ ვაქცინით, რომელიც ხელმისაწვდომი გაქვთ დღესვე“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები