LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინა სიმონე

110
cult2.web

ბიოგრაფიულ ნამუშევარზე თითქმის ყოველთვის დაობენ.ზოგისთვის სასიამოვნო საყურებელია საყვარელი არტისტის შესახებ დოკუმენტური თუ ბიოგრაფიული ფილმის ყურება, თუმცა თუ კინოკრიტიკოსების მოხსენებებს თვალს გადავავლებთ მივხვდებით, რომ ისინი დიდად არ წყალობენ მსგავს ნამუშევრებს

თუმცა მაინც: 2016 წელს შემოგვთავაზეს ნინა სიმონეს ცხოვრებაზე გადაღებული ბიოპიკი რომლის რეჟისორიც და სცენარის ავტორიც სინთია მორტია.

ფილმი მოგვითხრობს  მუსიკოსსა და სამოქალაქო უფლებების აქტივისტზე ნინა სიმონეზე რომლის როლსაც ზოი სალდანა ასრულებს.

როგორც მოსალოდნელი იყო ფილმმა ძლიერი კრიტიკა დაიმსახურა.შემოქმედებითი გუნდი განსაკუთრებით გააკრიტიკეს ზოი სალდანას მთავარ როლზე შერჩევის გამო, ხოლო ნინა სიმონეს ოჯახმა ფილმის მხარდაჭერაზე უარი განაცხადა. ამბავი იმდენად მკაფიო იყო რომ სალდანამ საბოლოოდ ინანა როლზე დათანხმება

ფილმის გადაღება 2010 წლიდან იგეგმებოდა, მთავარი როლი კი მერი ჯეი ბლაიჯს უნდა შეესრულებინა . 2012 წლის აგვისტოში ცნობილი გახდა რომ ფილმში ნინა სიმონეს როლზე აირჩიეს ზოი სალდანა რომელიც აფრო-ლათინური წარმოშობის მსახიობია. მან ჩაანაცვლა ბლაიჯი, რომელმაც პროექტი ფინანსურ პრობლემებთან დაკავშირებული მიზეზებით დატოვა. სალდანას კანდიდატურამ კი როგორც ვთქვით დიდი დაპირისპირება გამოიწვია

უნდა აღინიშნოს რომ  ნინა სიმონე იყო ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მუსიკოსი მე-20 საუკუნეში. ის არა მხოლოდ ძლიერი ხმითა და უნიკალური მუსიკალური სტილით გახდა ცნობილი, არამედ აქტიური პოზიციით რასობრივი თანასწორობისა და სამოქალაქო უფლებების მოძრაობაში.ბავშვობიდანვე განსაკუთრებული ნიჭი გამოავლინა ფორტეპიანოზე.

მისი ოცნება იყო კლასიკური პიანისტი გამხდარიყო და სწავლა გაეგრძელებინა Juilliard School-ში. თუმცა მოგვიანებით ერთ-ერთ მუსიკალურ ინსტიტუტში უარი უთხრეს მიღებაზე რასაც თავად სიმონე ხშირად უკავშირებდა იმდროინდელ რასობრივ დისკრიმინაციას.

ნინა სიმონემ კარიერა 1950-იან წლებში დაიწყო. მისი მუსიკა უნიკალური ნაზავი იყო რომელიც რამოდენიმე ჟანრს აერთიანებდა : გოსპელს, სოულს,ბლუზს, ჯაზს და კლასიკური მუსიკას

მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმღერაა “Feeling Good” რომელიც დღესაც ხშირად გამოიყენება ფილმებში, რეკლამებსა და ტელეშოუებში. აღსანიშნავია რომ ამ ტრეკის ახლებური ვერსიაც საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა თუმცა შეცვლილი სახელწოდებიტ “I Put a Spell on You “

კარიერის განმავლობაში მან ჩაწერა 40-ზე მეტი ალბომი . 2000 წელს მნიშვნელოვანი და ისტორიული ჩანაწერისთვუს “I Loves You, Porgy” შეიყვანეს გრემის დიდების დარბაზში. 2018 წელს ოფიციალურად შეიყვანეს როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში რაც მის ისტორიულ გავლენას უსვამს ხაზს.

სიმონე სიცოცხლეში ხშირად ამბობდა, რომ მუსიკალური ინდუსტრია მას ბოლომდე ვერ აფასებდა, ხოლო გარდაცვალების შემდეგ მისი მუსიკა და გავლენა კიდევ უფრო მეტად დაფასდა

googletag.cmd.push(function() { googletag.display('div-gpt-ad-1782980658245-0'); });
googletag.cmd.push(function() { googletag.display('div-gpt-ad-1782980585780-0'); });
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები