LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინა წკრიალაშვილის კადრების საქმეზე ერთ პირს ბრალი წაუყენეს

1057
ninaaa

მომღერლისა და ტელეწამყვანის,ნინა წკრიალაშილის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავცელების ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაშია მიცემული.

როგორც ფორტუნას შსს-ში განუცხადეს, აღნიშნულ საქმეზე  პასუხისგებაში ერთი პირი 2019 წლის თებერვალში მისცეს, ხოლო დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების დადგენის მიზნით გამოძიება კვლავ მიმდინარეობს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილით და 284-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფას გულისხმობს.

შეგახსენებთ, გუშინ, 15 აპრილს, რუსთავი 2-ის გადაცემა ფარულ კონვერტში მომღერალმა, ნინა წკრიალაშვილმა თქვა, რომ იანვარში მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ინტერნეტში, ერთ-ერთ პორნოსაიტზე ატვირთეს. წკრიალაშვილი ამბობს, რომ ყოფილი პარტნიორი, რომელმაც მისი ტელეფონის გატეხვა დაუკვეთა, ახლაც ემუქრება.

magti 5g