„ფორტუნა პლუსის“ ეთერში სიმღერის „სიყვარულის დრო“ პრემიერით ჩაერთო ნინი ბადურაშვილი და მიკი ჯეჯელავას გადაცემაში „უსმინე ახალს“ ახალი ნამუშევრის შესახებ ისაუბრა.
ნინი ბადურაშვილი:
ეს არის მაიკო კაჭკაჭიშვილის სიმღერა. მასთან ერთად ბევრი ნამუშევარი მაქვს. ცოტა უკვე ძველი თაობა ვართ, ახალგაზრდული მუსიკა უფრო სხვანაირი, ჩვენ რა მუსიკაც გვიყვარდა ბავშვობაში, ასეთი სიმღერა გავაკეთეთ…
ნინი, 90-იანებისა და 2000-იანებისთვის დამახასიათებელი ჟღერადობა კარგად ცოცხლდება ამ ნამუშევარში…
მომწონს თანამედროვე მუსიკა, თანამედროვე არტისტები, მათ ვუსმენ, სიამოვნებით გავაკეთებდი ექსპერიმენტსაც, აბსოლუტურად სხვა ჟღერადობით და სხვა კუთხით. თავიდანვე მაიამ რომ მომასმენინა, ძველი სტილი გამახსენდა, მაგრამ ვიფიქრე, რომ კარგი იქნებოდა მისი თანამედროვე ჟღერადობით გაკეთება. მგონია, რომ გამოგვივიდა.
თანამედროვე მუსიკაში ნელ-ნელა ძველი ჟღერადობა იკვეთება…
ბევრი აცოცხლებს ძველ ჟღერადობას. მუსიკა იმისთვისაა, რომ მელოდია გაიგო და ჰარმონია გესმოდეს ყურში, უბრალოდ, თანამედროვე ჟღერადობას უნდა შეუსაბამო. კარგია, რომ ეს მსოფლიოშიც ბრუნდება ნელ-ნელა. პოპულარული არტისტები ძველებურ სიმღერებს ახლებურად აკეთებენ. მე ამის მომხრე ვარ.
ქართველი არტისტები ახსენე, ხომ არ იგეგმება რაიმე კოლაბორაცია რომელიმე მათგანთან?
ჯერ არაფერი, ვფიქრობ, სიამოვნებით ვცდიდი, მაგრამ ჯერ კონკრეტულად არჩეული არ მყავს.
ვის უსმენ ხოლმე?
მომწონს კორძი, მისი კოლაბორაცია სტეფანესთან…
კარგი იქნება, თუ ახლა გვისმენს კორძი და შედგება თქვენი კოლაბორაცია…
იმედია…
იმედი მაქვს, დიდი ინტერვალი არ იქნება შემდეგ ახალ სიმღერამდე…
ბევრი იდეა მაქვს და ვნახოთ… ადრე სპონტანურად ხდებოდა რაღაცები, როცა სახელი გაქვს, უფრო დიდი მოთხოვნა აქვთ შენ მიმართ, ამიტომ ბევრი უნდა იფიქრო, სანამ მსმენელამდე მიიტან ნამუშევარს…