„მის საქართველო“ ნინი გოგიჩაიშვილი ზაფხულის განმავლობაში ხშირად მოგზაურობს. ის უკრაინულ არხზე გადაცემას უძღვება და სწორედ ამ გადაცემისთვის ჩაწერები სხვადასხვა ქვეყანაში უწევს.
ამჟამად ნინი საფრანგეთში იმყოფება. მან აუზთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, სადაც უზარმაზარი და ულამაზესი თაიგული უკავია, რომელიც რჩეულმა მიუძღვნა. ნინი მის ვინაობას არ ამჟღავნებს, მაგრამ საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, რომ „მის საქართველო“ შეყვარებულია. „ჩემი სულის მეგობრისგან“, ასეთი წარწერა ამშვენებს ახლად გამოქვეყნებულ ფოტოს.