LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინი შერმადინი: „ჩვენ ვინ მოგვიხდის ბოდიშს? ამ დედებს ვინ მოუხდის ბოდიშს? საქართველოს ვინ მოუხდის ბოდიშს?“

213
ნინი შერმადინი, ბიძინა ივანიშვილი

„ჩვენ ვინ მოგვიხდის ბოდიშს? ამ დედებს ვინ მოუხდის ბოდიშს? საქართველოს ვინ მოუხდის ბოდიშს?“, – ასე ეხმაურება მომღერალი ნინი შერმადინი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარისა და პარტიის დამფუძნებლის, ოსებისთვის ბოდიშის მოხდასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.

„ბოდიში ბიჭებო! ბოდიში დედებო, შვილებო, დებო! ბოდიში ჩემო ლამაზო და გმირო ქართველებო! ბოდიში ჩემო ლამაზო საქართველო! დიდება გმირებს! დიდება საქართველოს! ღმერთო შენ გვიშველე! 

„არც ერთი დაღუპული ადამიანი, ჩვენი გმირი არ იქნებოდა, რომ არა თქვენი ბინძური პოლიტიკა, თქვენი მოღალატეობრივი ქმედებები, რაც 2008 წელს აკადრეთ ქვეყანას“ – კალაძე ჟურნალისტს

რუსეთ-საქართველოს ომი, ჩვენი დაპირისპირების მიზეზი ჩვენი დაყოფის და გადამტერების, არის და სულ იყო რუსეთი! ბოდიში დეიდა, მართლა მრცხვენია რომ ვარსებობ, ყოველ ჯერზე როცა ამას ვისმენ თვალწინ მიდგას ღუდუშაურის დერეფანში დაჭრილი ჯარისკაცების თვალები, „უნდა დავბრუნდე ბიჭები მელოდებიან”… „ჩვენ გავიმარჯვებთ”… 

ჩვენ ვინ მოგვიხდის ბოდიშს? ამ დედებს ვინ მოუხდის ბოდიშს? საქართველოს ვინ მოუხდის ბოდიშს?“, – წერს ნინი შერმადინი.

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე გორში

ირაკლი ქადაგიშვილი: „ბოდიშის მოხდა არის შერიგების აუცილებელი პირობა, ამან ოპოზიცია შეძრა, მათ მშვიდობა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არ უნდათ“

ცნობისთვის, 14 სექტემბერს გორში, „ქართული ოცნების“ რეგიონულ შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა: „26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები“.

ედუარდ კოკოითი: „საქართველომ უნდა ცნოს სამხრეთი ოსეთი და დაუბრუნოს ტერიტორიები“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g