LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არც ერთი დაღუპული ადამიანი, ჩვენი გმირი არ იქნებოდა, რომ არა თქვენი ბინძური პოლიტიკა, თქვენი მოღალატეობრივი ქმედებები, რაც 2008 წელს აკადრეთ ქვეყანას“ – კალაძე ჟურნალისტს

129
კახა კალაძე

„მაჩვენეთ კონკრეტული წინადადება, სადაც ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ ოკუპანტებს ან მკვლელებს მოვუხდით ბოდიშს. სად იყო ასეთი რამ ნათქვამი? ეს არის ტყუილი და მცდელობა იმისა, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოთ“ – ასე მიმართა „ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტს.

კალაძემ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადება შეაფასა.

მისი თქმით, ქვეყანას არ ეყოლებოდა არც ერთი დაღუპული გმირი, რომ არა „ნაციონალური მოძრაობის“ მოღალატეობრივი ქმედებები”:

ლევან ბეჟაშვილი: „მოვითხოვთ, ივანიშვილმა ბოდიში მოიხადოს საზოგადოების წინაშე – სიმბოლურია, რომ რუსეთმა ეს განცხადება ივანიშვილს სწორედ გორში გააკეთებინა“

„ეს არის ჩვეულებრივი სპეკულაციები, რასაც თქვენ ახორციელებთ და ქადაგებთ უკვე მესამე დღეა. ამას ჰქვია სუფთა პოლიტიკური სპეკულაცია, ტექსტიდან ამოგლეჯილი. პირდაპირ ვიტყვი, ეს არის სამარცხვინო, რასაც თქვენ კადრულობთ. მაჩვენეთ კონკრეტული წინადადება, სადაც ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ ოკუპანტებს ან მკვლელებს მოვუხდით ბოდიშს. სად იყო ასეთი რამ ნათქვამი? ეს არის ტყუილი და მცდელობა იმისა, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოთ. ჩვენ ვართ ის გუნდი, რომელიც დგამს ნაბიჯებს, რათა მოვახდინოთ ქვეყნის გამთლიანება. ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა ყველა ღირსეული ადამიანისთვის, ვისაც უყვარს ჩვენი ქვეყანა და სამშობლო, არის ნომერ პირველი პრიორიტეტი. ერთი რამ მინდა გითხრათ, თქვენ საუბრობდით დაღუპულ გმირებზე, ამაზე სპეკულირებდით. არც ერთი დაღუპული ადამიანი, ჩვენი გმირი არ იქნებოდა, რომ არა თქვენი ბინძური პოლიტიკა, თქვენი მოღალატეობრივი ქმედებები, რაც 2008 წელს აკადრეთ ქვეყანას, აკადრეთ ქართველ ხალხს, დავალება გარედან შეასრულეთ, დააკარგვინეთ ქვეყანას ტერიტორიები. ამით დავკარგეთ ჩვენ ჩვენი გმირები, მშვიდობიანი მოსახლეობა და ათი ათასობით ადამიანი დევნილად აქციეთ. ეს იყო თქვენი მოღალატეობრივი პოლიტიკა, რისთვისაც გარწმუნეთ და გაძლევთ პირობას, მოგიწევთ პასუხის გაცემა აუცილებლად” – მიმართა კახა კალაძემ ჟურნალისტს.

თბილისის მერის განცხადებით, „ქართულ ოცნებას” კონსტიტუციური უმრავლესობის მოპოვება იმისთვის სჭირდება, რომ მათ შორის, მოხდეს ქვეყნის ტერიტორიული გამთლიანება.

„ქართულმა ოცნებამ” რამდენჯერმე გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია კონსტიტუციური უმრავლესობის მოპოვება. იქ ჩამოთვლილია, რატომაა ეს მნიშვნელოვანი. ერთ-ერთი მათგანი არის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული. ზუსტად ამ რადიკალურ დაჯგუფებას, რომელიც დღეს ოპოზიციის სახით გვევლინება და გარედან იმართება, ჰყავთ ერთი პატრონი. ვთქვით, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი რომ დადგება, ზუსტად ესენი ყველაფერს გააკეთებენ და შეეწინააღმდეგებიან ამ პროცესებს. ნახეთ, პატარა ნაბიჯი გადაიდგა ამ გზაზე და რა დღეში ხართ? რა მდგომარეობაში ჩავარდით? დარწმუნებული ვარ, როდესაც კონკრეტიკაზე მივა საუბარი და იმედი მაქვს, ეს მალე იქნება, შეიძლება ტანკი ითხოვოთ თქვენი პატრონებისგან და დაუპირისპირდეთ ქვეყნის მოსახლეობას და ქვეყანას, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა არ მოხდეს. ეს ხართ თქვენ, სამწუხაროდ”- განაცხადა კახა კალაძემ.

ვიდეო: „ხვალ მე ანა ანწუხელიძეს უნდა შევხვდე გაკვეთილზე და თვალებში ჩახედვის მრცხვენია… “- თამრიკო ჭოხონელიძის მიმართვა

ემოციურ მიმართვაში მომღერალი გორში, „ქართული ოცნების“ გასვლით ღონისძიებაზე, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლას გამოეხმაურა

„ილია ჭავჭავაძის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის, გიორგი ანწუხელიძის სამშობლოში ღალატი ვერასდროს გაიმარჯვებს… არც გიორგი ანწუხელიძეს, არც არცერთ გმირს არავისთან ბოდიში მოსახდელი არ აქვთ“ – გიორგი ბოტკოველი

ცნობისთვის, გორში, „ქართული ოცნების“ რეგიონულ შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა: „26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები“.

როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, 2008 წლის აგვისტოს ომი არ ყოფილა არც ქართველი და არც ოსი ხალხის სურვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები