LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ხვალ მე ანა ანწუხელიძეს უნდა შევხვდე გაკვეთილზე და თვალებში ჩახედვის მრცხვენია… “- თამრიკო ჭოხონელიძის მიმართვა

178
თამრიკო ჭოხონელიძე, მაკა ჩიკვილაძე, ანა ანწუხელიძე, გიორგი ანწუხელიძე

„ხვალ მე ანა ანწუხელიძეს უნდა შევხვდე გაკვეთილზე და მინდა გითხრათ, რომ თვალებში ჩახედვის მრცხვენია მხოლოდ იმიტომ, რომ თურმე მამამისმა, იმ გმირმა კაცმა, რომელმაც თავი შესწირა თავის სამშობლოს, თურმე ამის გამო ჩვენ ბოდიშები უნდა ვუხადოთ მის მკვლელებს“ – ამის შესახებ მომღერალმა, თამრიკო ჭოხონელიძემ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

ემოციურ მიმართვაში მომღერალი გორში, „ქართული ოცნების“ გასვლით ღონისძიებაზე, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლას გამოეხმაურა:

„ხვალ მე ანა ანწუხელიძეს უნდა შევხვდე გაკვეთილზე და მინდა გითხრათ, რომ თვალებში ჩახედვის მრცხვენია მხოლოდ იმიტომ, რომ თურმე მამამისმა, იმ გმირმა კაცმა, რომელმაც თავი შესწირა თავის სამშობლოს, თურმე ამის გამო ჩვენ ბოდიშები უნდა ვუხადოთ მის მკვლელებს. არა, ასე არ იქნება, გამორიცხულია… ჩვენ ერთად ვიტყვით ჩვენ სათქმელს ჩვენი და თქვენი ქვეყნის სასარგებლოდ“ – განაცხადა თამრიკო ჭოხონელიძემ.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გორში, რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები”.

"ხვალ მე ანა ანწუხელიძეს უნდა შევხვდე და თვალებში ჩახედვის მრცხვენია…" | თამრიკო ჭოხონელიძე

"ხვალ მე ანა ანწუხელიძეს უნდა შევხვდე გაკვეთილზე და თვალებში ჩახედვის მრცხვენია…" | თამრიკო ჭოხონელიძის მიმართვა

Posted by მთავარი არხი • Mtavari Arkhi on კვირა, 15 სექტემბერი, 2024
magti 5g