LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინი გოგიჩაიშვილი: „უკრაინელებმა დიდი მადლობა გადმომცეს მხარდაჭერისთვის თქვენთან… ყველაზე მეტად ახლა დაჭრილებისთვის მედიკამენტები სჭირდებათ….“

333
nnn228

ნინი გოგიჩაიშვილი, რომელიც უკრაინულ არხზე გადაცემას უძღვება, ახალ ინფორმაციას ავრცელებს იმის შესახებ, თუ რა არის ამჟამად საჭირო ქვეყნისთვის, დახმარების კუთხით:

„მეგობრებო, გულს უხარია თქვენი ასეთი თანადგომა და გულშემატკივრობა

ალბათ, საქართველო ის ქვეყანაა, ვისაც ყველაზე მეტად ესმის და სტკივა, რას ნიშნავს ომი და ასევე რას ნიშნავს, შეინარჩუნო თავისუფლება – ყველაფრის ფასად და ყველაზე ძვირფასის, რაც ადამიანს გააჩნია – სიცოცხლის ფასად

ყოველდღიური კომუნიკაცია მაქვს ჩემს მეგობრებთან და კოლეგებთან, რომლებიც არ ტოვებენ სამშობლოს და ყველაფრით ეხმარებიან გმირ  ჯარისკაცებს, რომლებიც იბრძვიან საკუთარი ქვეყნისათვის

ყველაზე მეტად, რაც ახლა სჭირდებათ, ესაა მედიკამენტები დაჭრილებისთვის…“

PSP Pharmacy • პსპ აფთიაქი დაეხმარა, რისი სურათებიც გავუგზავნე და რაც ძალიან გაუხარდათ.

ვინც მუშაობს ჩვენს სხვა დიდ აფთიაქებში, იქნებ მიაწვდინოთ ხმა და შევძლოთ დახმარება.

ვიცი, ჩვენს ქვეყანასაც ძალიან უჭირს, მაგრამ ახლა ესეთი პატარა ნაბიჯებით ყველაზე მეტად დავეხმარებით…

ასევე გადმომცეს დიდი მადლობა გადამეხადა თქვენთვის, მხარდაჭერისთვის… უყურებენ და კითხულობენ ყველაფერს და ეს ყველაფერი ძალიან ეხმარებათ ფსიქოლოგიურად, რომ იყვნენ მედგრად…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები