LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინი წიკლაური: როგორ ხასიათზეც არის ჟიური, ისე ხდება ყველაფერი

30

გადაცემის სტუმრები პროექტს „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მონაწილეები – მომღერალი ნინი წიკლაური და მოცეკვავე იაკობ ყუფუნია იყვნენ.

– პირველ რიგში როგორ ხართ?
ნინი:
მე რომ გითხრათ, რომ ცუდად ვარ, დამიჯერებთ? სულ კარგად ვარ (იცინის).
იაკობი: ასვეე ძალიან კარგად ვარ, ბევრი სიახლეა და კიდევ უფრო მეტი იგეგმება.

ნინი, რატომ გადაწყვიტე ამ პროექტში მონაწილეობა?
– არასოდეს ცხოვრებაში არ მიცეკვია. ყველა ჩემი მეგობარი დამეთანხმება, რომ არასოდეს, არავითარ სიტუაციაში არ მიცეკვია. უბრალოდ არ დამჭირვებია და იმიტომ. სცენის გარეთაც, არც კი გამჩენია სურვილი. შემოთავაზება იყო და დიდი ხანი ვამბობდი უარს, საბოლოოდ დავეთანხმე, ბოლო-ბოლო ვისწავლი, ნამდვილად არ მიცდია არავის გაოცება ჩემი ამ პროექტში მისვლით.

– იაკობ, ასეთი გამოუცდელი მეწყვილე თუ გყოლია?
– გამოუცდელი მეწყვილე არ მყოლია, მაგრამ ეს შემთხვევა ძალიან ბევრს ნიშნავს. ნინი  სწავლობს, ძალიან ადვილად და ძალიან მონდომებით.

მოგვიყევი შენს შესახებ..
– არ შემიძლია ცეკვის გარეშე, მთელი ჩემი ცხოვრება ცეკვაა, ვარ საქართველოს ჩემპიონი. ამჟამად წყვილი არ მყავს და აქტიურად ვეძებ.

ნინი, კრიტიკაზე როგორ რეაგირებ?
– ბევრად მარტივად ვუყურებ კრიტიკას, რადგან ვერ ვხვდები რას მეუბნებიან, რადგან არ ვიცი ცეკვა (იცინის). ჩემი პროფესიით ბევრ კონკურსში მიმიღია მონაწილეობა, მაგრამ განსაკუთრებული შენიშვნა არ მიმიღია, რაც შეეხება ცეკვას, მართლა ვერ ვხვდები. კრიტიკას  სიმღერაში რომ ვიღებდე, მართლა ვინერვიულებდი.

იაკობ, შენ თუ ხარ ჟიურის ქულებით კმაყოფილი?
– მე საერთოდ არასოდეს არ ვარ კმაყოფილი, მაქსიმუმი მიყვარს. გავაუმჯობესებთ მომავალში.

– რამდენად ობიექტურია ჟიური?
– ობიექტურია. ისინი იმიტომ არიან ჟიურიში, რომ სწორი შენიშვნა გააკეთონ, მაგრამ არის ბევრი სხვაგვარი ნიუანსი, მაგალითად ცოტა მსუბუქად უნდა ამბობდნენ შენიშვნას.

– ნინი, მეუღლე როგორ გაფასებს და რას ამბობს შენს თამამ კოსტიუმებზე?
– მოსწონს, კაიაო (იცინის). თემო არის ძალიან უპრობლემო ადამიანი, მინიმუმამდე დაჰყავს პრობლემა. შენიშვნებს მაძლევს, მაგრამ არანაირად არ არის ეჭვიანი.

976a10cb-a144-4438-a134-d0f61d56e7ad

– რაც შეეხება რეპეტიციებს, რა სიხშირით გაქვთ და რამდენად რთულია პროფესიონალთან ერთად ვარჯიში?
– დღეში ორჯერ მაქვს და საკმაოდ რთულია. როგორ უნდა ვთქვა, რომ მარტივია. ერთადერთი, რაც მეხმარება ის არის, რომ ადვილად ვიმახსოვრებ. თან ერთი კვირა ძალიან, ძალიან ცოტააა. 2 წუთიანი ცეკვისთვის ერთი კვირა არ არის საკმარისი.

იაკობ, როდესაც ნინის არ გამოსდის რაღაც მოძრაობა, ნერვები გეშლება?
– არა, აქამდე რომ მივიდეს საქმე არაფერი გამოვა. ცეკვა არის შრომის შედეგი, აქედან გამომდინარე ნერვები არ მეშლება, რადგან ნინი არის დამწყები.

ჟიური ვარსკვლავს აფასებს და ქულებს მას უწერს?
ნინი: დიახ, ასე ხდება, მაგრამ ყოფილა შემთხვევა, რომ მაღალი ქულა მოცეკვავის გამო დაუწერიათ და უთქვამთ, რომ ვარსკვლავი არაფერი, მაგრამ მოცეკვავემ კარგად შეასრულა. როგორ ხასიათზეც არის ჟიური, ისე ხდება ყველაფერი.

ნინი, კმაყოფილი ხარ პროექტში მონაწილეობით?
– მე ჯერ არ მსიამოვნებს ცეკვა. დაძაბული ვარ, ვსწავლობ და ვერ გავიგე ცეკვაში ბევრი რამე.

უცხოელი მონაწილეებიც არიან, ხომ არ გეშინია კონკურენციის?
– არა, რადგან კიდევ ერთხელ ვამბობ, არ ვუყურებ ცეკვას ჯერ სერიოზულად, შესაბამისად არ მაქვს ამბიცია, მხოლოდ სიამოვნებას ვიღებ. ერთი რამ მინდა ვთქვა, ყველაზე ცუდი, რაც გვაქვს ქართველებს, ეს უცხოელების გაფეტიშებაა. სპეციალურად ვაკვირდები ბონდარენკოს გამოსვლას, რომლის დროსაც ინგრევა დარბაზი, რატომ არ უნდა ხვდებოდნენ იგივე ემოციით ქართველ მონაწილეს? გულსატკენია, რომ ასე „ვეფანებით“ უცხოელებს. გასაგებია, რომ ვართ სტუმართმოყვარეები, მაგრამ მათ გამო „ჩვენები“ იჩაგრებიან, ბევრჯერ ტაშიც არ დაუკრეს ქართველებს. ეს ჩემი პირადი აზრია.

რომელი ცეკვის შესრულება გსურს?
– რა თქმა უნდა ქართულ ტურამდე მინდა მივიდე და მთიულური შევასრულო. სისხლი მიყივის (იცინის).

რას უსურვებ კონკურენტებს?
– მართლა გულით და სულით წარმატებას ვუსურვებ, რადგან ჩემი ცხოვრების პრინციპია: „რასაც გასცემ, უკან დაგიბრუნდება“, ამიტომ მაქსიმალურად ბევრ პოზიტივს გავცემ.

– წარმატებებს გისურვებთ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები